• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ყველაფრის ერთ–ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია” – ნენე გაბლაია

ალია ავტორი - ალია
18:07 12-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ქუჩიდან გაიტაცეს და ამაზე იქ მყოფები საუბრობდნენ, ვიდეოც გავრცელდა, სოციალურ ქსელში, წერს:

რამდენიმე დღის წინ, ქუჩიდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამიტაცეს.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა ვინერვიულე.
ერთია როცა აქციაზე გაკავებენ და ზუსტად იცი, რომ უსამართლოდ წაყენებული ორი მუხლით იზოლატორში მოგიწევს დღეების გადათვლა და მეორეა, როცა გზაზე მშვიდად მიმავალს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გაიძულებენ მანქანაში ჩაჯდომას, რომელიც არ იცი რა მიმართულებით მიდის.
მაშინ პირველი, ვინც გამახსენდა გელა ხასაია იყო, და მერე არაფერი მახსოვს. მახსოვს როგორ ვითხოვდი წყალს და მაიმედებდნენ, რომ გააჩერებდნენ მანქანას და მომცემდნენ საშუალებას წყალი დამელია, მერე ცივი ჰაერი მახსოვს, რომელიც სახეზე მომხვდა და მოვედი გონს, ერთ-ერთმა გვერდით მჯდომმა ჩამოწია ფანჯარა და მთელი გზა ვეხვეწებოდი არ აეწია. მანქანაში პრეტენზიები ისმოდა სიცივეზე და ჩამოწეულ ფანჯარაზე. წყალზე, როგორც სხვა ყველაფერზე უშედეგოდ დამაიმედეს.
განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, წყალს ხელის კანკალით ვსვამდი, არა იმიტომ რომ მეშინოდა, უბრალოდ პანიკური შეტევა მქონდა, რომლისაც რა თქმა უნდა არ სჯეროდათ და “აფერისტობაში” ჩამითვალეს.
მერე ჩემს ინსულინის პრობლემაზე მოვუყევი და ვუთხარი, რომ ამ სტრესის გამო რაც გამომატარეს, შესაძლებელი იყო ხელში ჩავკვდომოდი, შეეშინდათ… ჯერ ისევ მთელი სხეული მიკანკალებდა.
ამ ყველაფრის ერთ–ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია.
“ნეტა სულიც ისეთი ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება”
არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved