• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება უნგრეთში? – სკანდალური კადრები და ოპოზიციური ლიდერი, ხალხის დიდი მხარდაჭერით – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
03:34 12-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
540

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

უნგრეთში სერიოზული პოლიტიკური რყევებია. რამდენიმე საათის წინ ბუდაპეშტში ორბანის ხელისუფლების სისტემური დანაშაულების წინააღმდეგ ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მადიარის ხელმძღვანელობით. მათ ქუჩები არასრულწლოვანების წამების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ ჩირაღდნებით ხელში დაიკავეს. ირკვევა რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზედამხედველები არასრულწლოვნების წინააღმდეგ ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა. ეს იყო არა ერთი შემთხვევა, არამედ მთელი ჯაჭვი. არადა უნგრეთში ის მთავრობაა, რომელიც ამტკიცებს ახალგაზრდების მომავალსა და ოჯახის სიწმინდეზე ვზრუნავთო.

უნგრეთში ოთხ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. ორბანს გამარჯვების შანსები მცირე აქვს, მისი ოპონენტის, პიტერ მადიარისაგან განსხვავებით. მადიარი ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფიგურაა:

მისი ცოლი იყო იუდიტ ვარგა, ორბანის იუსტიციის მინისტრი. მადიარი მეუღლეს, ანუ იუსტიციის მინისტრს, სწორედ სისტემური დანაშაულებისა და მორალური წნეხის გამო დაშორდა. იუსტიციის მინისტრი იუდიტ ვარგა იყო ორბანის მთავრობის ვარსკვლავი. მან და ქვეყნის პრეზიდენტმა, ორბანის კიდევ ერთმა მოკავშირემ, კატალინ ნოვაკმა შეიწყალეს სექსუალურ ძალადობაში მხილებული პედოფილი დირექტორის მოადგილე, რომელმაც იცოდა დანაშაულები და მალავდა.

პიტერ მადიარი მის ცოლს, იუსტიციის მინისტრს, მანამ დაშორდა, სანამ მისი მეუღლე ხელს მოაწერდა შეწყალების აღნიშნულ აქტს. მოგვიანებით გაირკვა რომ მადიარი ეწინააღმდეგებოდა ორბანის კლანის მხრიდან დანაშაულების ხელის დაფარებას და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან მის პირად ცხოვრებაში ჩარევას. ყოველივე ამას – შეწყალებას, მადიარის განცხადებებს – სკანდალი მოჰყვა და იუსტიციის მინისტრიცა და პრეზიდენტიც 2024 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგნენ. მადიარი ამტკიცებდა, რომ დანაშაულში მისი ყოფილი ცოლი და ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ, რეალური დამნაშავეები კი ორბანმა დაიფარა. ის, რომ საზოგადოების აღქმით მადიარმა ოჯახი შესწირა მორალურ ღირებულებებს, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მოუპოვა მას.

ახლა მადიარი ოპოზიციის ლიდერი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პრემიერობის კანდიდატია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved