• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძის ინვესტორი” – რატომ გაიქცა ქვეყნიდან, სადაა ახლა და რას სთხოვდნენ მას?

ალია ავტორი - ალია
21:21 12-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,264

2 თვის წინ, გამოცემა მოზაიკა წერდა, რომ  ქარელელმა ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა, საქართველო დატოვა. პირად საუბრებში მედიას მაშინ უთხრეს, რომ ფერმიდანაც კი დაითხოვა ხალხი და მშენებლობაც კი შეაჩერა.

“მოზაიკას” ინფორმაციით სლავა შერაზადიშვილმა საქართველო აგვისტოში დატოვა. ამჟამად ის სლოვაკეთში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერებს დაბალი კონკურენციის პირობებში და მარტივად იგებდა მისი კომპანია, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე არაერთი მასალაა მომზადებული. მაგალითად:

  • “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქარელში შესრულებულ სამუშაოებიდან 3 თვეში, რეაბილიტირებულ საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს.
  • არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებელს  საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა.
  • უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ.
  • ვადაგადაცილებით აშენდა ქარელის აუზიც, რასაც მაშინ ქარელის მერია ასე ხსნიდა, “აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. ასეთი რამ ნებისმიერი მშენებლობის დროს ხდება”.
ასევე, მოზაიკას ცნობით, 2024 წლის არჩევნებზეც, სლავა შერაზადიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის აფინანსებდა – აორგანიზებდა სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიება პარტიის მარალჩინოსნებიც ესწრებოდნენ – ირაკლი კობახიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შერაზადიშვილის ორგანიზებით, წინასაარჩევნოდ ძლევიჯვარში გამართულ ტურნირს ანრი ოხანაშვილთან, სოზარ სუბართან, გრიგოლ ლილუაშვილთან, ვახტანგ გომელაურთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ესწრებოდა. ტურნირის შემდეგ კი, ძლევიჯვარში შერაზადიშვილის ფერმას სტუმრობდა და მას დიდი პატივისცემით, ინვესტორსაც უწოდებდა.

“ძლევიჯვარში ფერმა დავათვალიერე. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500 მდე საქონელია. ინვესტორი გვესაუბრა განხორციელებულ ინვესტიციაზე რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახელესი სტანდარტების ტექნიკით“, – წერდა ფეისბუქ გვერდზე ირაკლი კობახიძე.

გამოცემისვე ცნობით, ბიზნესმენმა ქარელის მუნიციპალიტეტში ორ მილიონამდე ლარი დახარჯა. “პარტიის საარჩევნო შტაბში დადიოდა და ყველამ იცის, რომ ხალხს სწორედ მისი ფული დაურიგეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო.  მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია. 

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პირი, ვისაც ინვესტორს უწოდებდა კობახიძე და “ინვესტიციისთვის” და 200 ადამიანის დასაქმებისთვის მადლობას ეუბნებოდა, უბრალოდ გაიქცა ქვეყნიდან, ფერმა დახურულია, ის 200 ადამიანი უმუშევრად დარჩენილი და რაც შეეხება პატივცემული “ინვესტორის” ქონებას, აღმოჩნდა, რომ მისი დიდი წილი, ტენდერებიდან მიღებულ შემოსავალზე, ანუ ხალხის ბიუჯეტზე იდგა. ბიუჯეტიდან თუ მილარდს და მეტს გადაუხდიან, ნებისმიერი გლეხი გააკეთებს ასე ფერმას, სადაც 200 ადამიანს დაასაქმებს. 

დღეს, ტვ პირველმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სლავა შერაზადიშვილმა ქვეყანა დატოვა. შაბათის ეთერი საუბრობს მილიარდ 455 მილიონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მათ შორის “ბიზნესმენის კომპანიამ პირდაპირი მიყიდვის წესით ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან  94 მილიონზე მეტი მიიღო” – ამბობს მედია.

ტვ პირველის ცნობით, ბიზნესმენი დაკავების საფრთხის გამო წავიდა. ძლევიჯვარში, პირად საუბრებში ამბობენ, მას ფულის მიტანა სთხოვეს.

ქვეყნიდან  წასული ბიზნესმენი შერეზადიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის და სახელმწფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. ჩუბინიძე ადასტურებს რომ მილიარდ ნახევრიანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა ქვეყანა დატოვა. 

ანზორ ჩუბინიძე არ უარყოფს, რომ მისი მეგობარ ბიზნესმენს ოცნების ძალოვანებთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩუბინიძე არ ამბობს ,გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები “საბა კონსტრაქშენის” დამფუძნებლის ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved