• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა კალაძის უწყებას სასამართლო დავა მოუგო – დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:18 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114
თბილსერვის ჯგუფიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა კალაძის უწყებას სასამართლო დავა მოუგო.
ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მერიის კომპანიიდან გათავისუფლებული ლ.ა.-ს სარჩელი, უკანონოდ ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას და მოპასუხე მხარეს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება დაავალა.
◾ ლ.ა. 2016-დან 2025 წლის აპრილამდე დასაქმებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფში“, ბოლოს საწყობების მართვის დეპარტამენტში. იგი 10 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამ ხნის განმავლობაში დააწინაურეს და ხელფასიც გაუზარდეს, არასოდეს ყოფილა დისციპლინირებული შესრულებული სამუშაოს ხარვეზიანობის გამო. 31 მარტის ბრძანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს დაკავებულ პოზიციასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობის მიზეზით.
◾ სინამდვილეში, როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, შპს „თბილსერვის ჯგუფმაც“ მიმდინარე წლის მარტში, რეორგანიზაცია ჩაატარა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიმართ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საკადრო წმენდის ფარგლებში.
◾ 2025 წლის 9 დეკემბერს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ბათილად ცნო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ბრძანება ლ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქალაქო სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაუბეგრავი 1829 ლარის ოდენობით, აგრეთვე – სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით, – ვკითხულობთ ინფორმაციაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved