• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპაციას არ ვახსენებთ, მშვიდობაზე ვისაუბრებთ, იქნებ, რუსეთმა ხელი აიღოს საქართველოს ოკუპაციაზე – პაპუაშვილის და კობახიძის “გეგმა”

ალია ავტორი - ალია
13:51 12-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება და პირიქით, უკეთესიცაა, თუ იქ პუტინი იქნება, პუტინთან არ ისაუბრებენ, მოასმენინებენ მშვიდობაზე სიტყვას და იქნებ, პუტინმა უარი თქვას ოკუპაციაზე, თანაც ისე, რომ ოკუპაციას არც კი ახსენებენ მისი თანდასწრებით.

ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, რათა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა არ არის ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს, გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ, ერთი რამ მგონი, გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვაა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი რომ ჰქონდეს, ვერ ექნება. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეხება პუტინთან საერთო ფოტოს გადაღებას,  პაპუაშვილის შეფასებით ეს არანაირი პრობლემა არ არის – „თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი?“

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ირაკლი კობახიძემ და ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს გაესაუბრონ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“.

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს თუ არა ოკუპაციაზე, რაზეც პაპუაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმაზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა ირაკლი კობახიძეს, როგორც პრემიერ-მინისტრს და ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს. ისაუბრებს იმას, რაც დღეს ქართველ ხალხს სჭირდება და ისე როგორც სჭირდება. რა თქმა უნდა, არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ რასა იუკნევიჩიანე და ომის მოსურნე სხვა მსგავსი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. “ოცნების” პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved