• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვარ ის ჯებირი…” – ზურაბიშვილის პასუხი კობახიძის ბრალდებას

ალია ავტორი - ალია
19:18 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,157

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს:

 

რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვუპასუხო ყოველ შემთხვევას, თუმცა არასწორი არის და როცა დგება დრო, ისეთი თავდასხმა, როგორიც კამპანიის ნაწილია, იმაზე რეაქცია არ მივცე და დავტოვო ბუნდოვნება იმ საკითხებზე, რომელსაც ეხებიან. ეს კამპანია დაწყებულია, პირველ რიგში “ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ესება 4 ოქტომბერს და მე თურმე ან მთავარი ორგანიზატორი, ან თურმე ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები. ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავბშირებული არც ორგანიზებასთან, არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მგონი უსამართლოდ არიან ციხეში. მათთან კავშირი არ მქონია და ვერც მექნებოდა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრებსი მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული წყობის გამყარება და თავისი მშიდობიანი გადასვლები სჭირდება ერთი რეჟიმიდან მეორეში. სამწუხარო, ჩვენი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს, ეს გზაც მოვა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, ნახეთ, რომ ბულგარეთში მთავრობა გადადგა, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ. მე ასე ვფიქრობდი რომ სააკაშვილის რეჟიმსი დროსაც, როცა 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, რომ არც გარიგება და არც გადატრიალება. იგივე მრწამსით ვარ დღეს. 

რა აზრი ექნებოდა რომ მე სასახლეზე მქონოდა რამე გეზი, როცა მე ჩემი ნებით დავტოვე სასახლე და კიდევაც ვთქვი რატომ – იმიტომ, რომ  შენობა მხოლოდ შენობაა და ის არაფერს წარმოადგენს. ეს არ ეხება იმას, რომ რომელიმე შენობაში იყოს ის პრეზიდენტი, რომელცი წარმოადგენს ბოლო კუნძულს ლეგიტიმურობის. მე თუ არ დავიცავი ეს ლეგიტიმურობა, მაშინ გამოდის, რომ პარლამენტიც ლეგიტიმურია, ყაველაშვილიც ლეგიტიმურია, ამიტომაც მე ვარ ის ჯებირი, რომელიც გვიცავს ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან. 

საინტერესოა, ეს კამპანია, რომელიც დაწყებულია, არ არის დაწყებული მხოლოდ “ოცნებისგან”, ამას ეხმარებიან რაღაც სიმბიოზში ნაციონალური მოძარობის ზოგიერთი წარმომადგენელი. ესენი მაბრალებენ, რომ 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ და  “ნაციონალური მოძრაობის” ზოგი წარმომადგენელი მაბრალებს, რომ მე ვარ ჩამშლელი ხან 4 ოქტომბრის, ხან 31 მარტის, ხან 9 აპრილის, სადაც  თვითონ დაიწყეს პროვოკაციები ჩემი გამოსვლების დროს. ეს ერთიბლიობა თავდასხმების ალბათ დამაფიქრებელია და გამამხნევებელი”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

“ზურაბიშვილი დამხობის აქციაზე მივიდა” – კობახიძე

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved