• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

ალია ავტორი - ალია
14:51 12-11-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

ევროპის წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Scope Ratings, სელფი მობაილის საკრედიტო რეიტინგი განაახლა და კვლავ დაუდასტურა მაღალი შეფასება BB-/Stable. მოცემული შეფასება ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მონაცემებს, ეფექტურ ოპერირებას და საქართველოს ტელეკომ სექტორის მდგრადობას. Scope Ratings აღნიშნავს, რომ სელფი ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბაზარზე, ჯანმრთელ მომგებიანობას და ზომიერ საკრედიტო ვალდებულებებს. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანიის კონკურენტული პოზიცია და ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდება. რეიტინგის შეფასებაში ასევე ხაზგასმულია სელფის ქსელის განვითარების სწრაფი ტემპი და ინვესტიციები დაფარვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

„მოხარული ვარ, რომ Scope Ratings-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სელფი მობაილის მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ეს შეფასება ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს მომგებიანობის ზრდის, პროდუქტების გაფართოებული სპექტრის, ტექნოლოგიების განახლებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური რისკის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია როგორც ლევერიჯის შემცირებით, ისე კაპიტალის სტრუქტურის გაჯანსაღებით,“ – განაცხადა სელფის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ჭედიამ.

„ჩვენი ძლიერი საკრედიტო პოზიცია ქმნის შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს პირდაპირ სარგებელს, გაუმჯობესებული ქსელის სახით,“ – დაამატა ირაკლი ჭედიამ.

Scope Ratings, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI-ს სტატუსით. Scope Ratings, ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).

(R)

თეგები: სელფისელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved