იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა გამოიყენოს სპეციალური საშუალებები შტურმისას, თუმცა, ასევე, იმასაც წერს, რომ მაშინდელმა შსს–მ, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, ძალა გადაამეტა და სტანდარტები არ დაიცვა. თუმცა, დარღვევები იმაზე მეტია, ვიდრე, იუსტიცია წერილის პირველ ნაწილში უსვამს ხაზე – არასათანადო მოპყრობა, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, შეკრების თავისუფლების დარღვევა. იუსტიციის სამინისტრო ვერ ხსნის, როგორ იყო შტურმი, როცა შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება დაარღვიეს და დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობა დაუმტკიცდათ? თუ ამ სამ დარღვევას აღიარებ, ამაზე მნიშვნელოვანი დარღვევები რომლებია დემოკრატიულ ქვეყნებში?
“იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.”
იუსტიციის სამინისტრო, ასევე, აცხადებს, რომ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი “გამოძიების ხარვეზები გაითვალისწინეს” და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად, წელიწადის და 6 თვის შემდეგ, 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ და გამოძიება კი გრძელდება.














კომენტარები