• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:48 12-11-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
413

ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში.ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია.

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს” – ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს.

„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ – მაკუნათავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.

(ვიდეო)

კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე(როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის)საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე – უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვადეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved