• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა თანხის სანაცვლოდ დაუწერეთ ბიძინას ეს ტექსტი?! ბურჯანაძემ დაგიფინანსათ პირველი ფესტივალი…”

ალია ავტორი - ალია
20:45 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს ჟურნალისტი ჯილდა მაჭავარიანი ეხმაურება და მას მედროვეს უწოდებს. მაჭავარიანი ქართველ ხელოვანს წარსულ წლებს ახსენებს, როცა ელისო ბოლქვაძე ასევე უხდიდა მადლობებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჟურნალისტი ნინო ბურჯანაძის მამის დაფინანსებით ჩატარებულ ფესტივალსაც ახსენებს.

ჯილდა მაჭავარიანი ამ დროისათვის ბურჯანაძის მხარდამჭერი და მისი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია:

ჯილდა მაჭავარიანი:

„პირველ რიგში რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენს ნიჭს და მადლიერი ვარ ამ ნიჭით ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთისთვის, მაგრამ თქვენი სტატუსის წაკითხვის შემდეგ, მომინდა მეპასუხა. როგორ არ გრცხვენიათ, ქალბატონო ელისო? ღვთისაგან ბოძებულ თქვენს ნიჭს ცოტა ადამიანური ღირსებაც რომ ახლდეს თან არ იქნებოდა ურიგო.

ქალბატონო ელისო, ნინო ბურჯანაძე გახსოვთ? მგონი ბუნდოვნად, ამიტომ მე გაგახსენებთ. ფეხს რომ იდგამდით და მწვერვალებისთვის ემზადებოდით, ნინოს მამამ ანზორ ბურჯანაძემ დაგიფინასათ პირველი ფესტივალი. მერე როდესაც 2007 წელს სააკაშვილს ოპოზიციამ შეუტია, თქვენ ნინოს თხოვდით მიშას გამხნევებას და ბრძოლას სააკაშვილის ხელისუფლებაში დასარჩენად.

ამის შემდეგ ჯერ კიდევ სანამ თქვენი დიდი ხნის მეგობარი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, გიგი უგულავას შავი დღე აყარა, ელისოს საინტერესო იდეა აქვს და ფესტივალი დაუფინანსეთო და ვაი ვაგლახით ესეც ნინოს წყალობით დაგიფინანსეს.

2011 წლის 25 მაისს, როდესაც ფილარმონიაში კონცერტი გქონდათ მადლობებს უხდიდით სააკაშვილს და მის ხელისუფლებას.

თქვენ მგონი ისიც არ გახსოვთ, ნინო ბურჯანაძის შვილის ნათლია, რომ ხართ.

კიდევ რამდენი თქვენი სამარცხვინო საქციელი აღარ გახსოვთ და გგონიათ, რომ ჩვენც არაფერი გვახსოვს და ჭურში ვსხედვართ საზოგადოება.

მედროვე ხართ თქვენ, ქალბატონო ელისო.

კარგი მუსიკა და ვარსკვლავები, მაშინ არის დიდებული, როდესაც ადამიანები გიყვარს, როდესაც მეგობრებს თანამდებობის მიხედვით არ ირჩევ, როცა მადლიერი ხარ იმ ადამიანების, ვინც გზა გაგიკვალა და ვინც გაგხადა ის, რაც დღეს ხარ.

რა სამწუხაროა ეს ყველაფერი.

პ.ს. გაგვაგებინეთ, ბიძინა ივანიშვილს რა თანხის სანაცვლოდ დაუწერეთ ეს ამაზრზენი ტექსტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved