საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
“გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით არ ვფლობ, რაიმე დეტალებს, რომლის თქვენთვის გაზიარება შემეძლება. მეც მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობ, რომელიც მედიიდან შევიტყვე. თითოეულ ჩვენგანს, უკრაინელებსა და ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების ერთადერთი გასაღები კი მედიის უფლებების დაცვაა. ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება, მედიის საქმიანობას ხელი შეუშალოს დემოკრატიასთან შეუსაბამობაში მოდის”
კომენტარები