• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
18:53 12-10-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

ექიმი, თამარ თედიაშვილი, უკვე რამდენიმე ათეული წელია ლაბორატორიულ მედიცინაშია. მისი კარიერი დაიწყო „მრჩეველში“, მოგვიანებით ხელმძღვანელობდა თბილისის ცენტრალურ, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, სადაც, მისი ხელმძღვანელობის პირობებში დაინერგა თანამედროვე საწარმოო პრაქტიკა. შემდეგ სამედიცინო კორპორაცია „ევექსიის“ ცენტრალურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობა
და მართავდა მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებას, ბოლო 4 წელია კი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდის წევრია.

კითხვას, – რატომ „ნიუ ჰოსპიტალსი“, – ასე პასუხობს:

– იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალპროფესიონალური თანამშრომლებით. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია პაციენტებისთვის მაქსიმალურად ზუსტი, დროული და საიმედო სერვისების შეთავაზება. გარდა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა, ჩემ პროფესიულ ზრდაზე უდიდესი გავლება იქონია სტაჟირებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლაბორატორიულ კლინიკებში. სწორედ ამ სტაჟირებებმა მომცა საშულება შემესწავლა ლაბორატორიული მედიცინის ახალი მიმართულებების (გამდინარე ციტომეტრია (Flow Cytometry), იმუნობლოტინგი (Immunoblotting), მოლეკულური დიაგნოსტიკა და რაც მთავარია ადგილზე გავცნობოდი ლაბორატორიული მედიცინის თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკას, რაც ამ ეტაპზე უკვე დანერგილია და წარმატებით მუშაობს “ნიუ ჰოსპიტალსის” ლაბორატორიაში. პროფესიული განვითარება, მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა და მრავალწლიანი მუშაობაა ის, რაც მაძლევს საშუალებას, მქონდეს სურვილი და ამბიცია რათა, ნიუ ჰოსპიტალსის გუნდთან ერთად, ლაბორატორიული მედიცინის სფეროში გვქონდეს მაღალი ხარისხის და სანდოობის მქონე ლაბორატორია.

– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიამ ახლახან მნიშვნელოვანი განახლების ეტაპი გაიარა. რას მოიცავს განახლება ტექნიკურად?

– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიამ გაიარა სრული ტექნოლოგიური და პროგრამული განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს დიაგნოსტიკური პროცესების სიზუსტის, სანდოობისა და პაციენტის უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას.
აპარატურული განახლება მოიცავდა არსებული ლაბორატორიული აპარატების ჩანაცვლებას უახლესი თაობის აპარატურით; ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი აპარატურული ბრენდები, როგორიცაა: Roche, Sysmex,  Stago, Radiometer, instrumental laboratory, Vitek, Alegria და ა.შ

შიდა ლაბორატორიული პროგრამული განახლება უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ზრდის კვლევის სიზუსტეს, ამცირებს კვლევის შედეგების მიწოდების დროს, ამარტივებს მონაცემთა მართვის, შედეგების დამუშავების და უსაფრთხოების პროცესს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიოში აღიარებული წესებით, პროცედურებით და ხარისხის მოთხოვნებით მუშაობს. კლინიკაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის ყოველდღიური შიდა და ყოველთვიური გარე ხარისხის საკონტროლო პროგრამები, მუდმივად მიმდინარეობს პროცესების დოკუმენტირების მონიტორინგი. ეს ყველაფერი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და სტაბილური შედეგის გარანტიას უზრუნველყოფს.

– რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს ეს პაციენტებსა და ექიმებს დიაგნოსტირებისთვის და ზოგადად რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლაბორატორიული კვლევის ხარისხზე ახალი სტანდარტების მიხედვით?

– განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ქმნის გარემოს, სადაც ექიმებს და პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სწრაფი და ზედმიწევნით ზუსტი შედეგები, როგორც რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვის, ისე ყოველდღიური კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.

კვლევის შედეგების სიზუსტეს განსაზღვრავს მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების ყოველდღიური უდიდესი შრომა, მუდმივი ინვესტიცია თანამედროვე აპარატურაში, ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მონიტორინგის პროგრამები, ასევე ლაბორატორიული პროცესის ყველა ეტაპის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება:

  • პრეანალიტიკური ეტაპზე – მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად მომზადება კვლევისთვის, ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების, დამუშავების, შენახვის წესების ზუსტი დაცვა;
  • ანალიტიკურ ფაზას ეკუთვნის მაღალი ხარისხის რეაგენტებით კვლევის წარმოება , ანალიზატორების მოვლის, კალიბრაციის პროცედურების და ხარისხის კონტროლის პროტოკოლების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება;
  • პოსტანალიტიკა უკავშირდება გამოკვლევის შედეგების სწორ ინტერპრეტაციას, ანალიზს და დროულ მიწოდებას.

მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სამედიცინო პერსონალის მიერ წინასწარ გაწერილი სტანდარტული სამუშაო პროცედურების და პროტოკოლების მაღალი სიზუსტით შესრულება.

ჩვენს კლინიკაში ხარისხზე უწყვეტად ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თითოეულმა კვლევამ ზედმიწევნით ზუსტი და კლინიკურად საიმედო შედეგი უზრუნველყოს; ლაბორატორიაში მოქმედებს კვლევების ხარისხის კონტროლის ყოველდღიური შიდა და ყოველთვიური გარე საკონტროლო პროგრამები.

– რა არის კლინიკის ლაბორატორიული სერვისის დამატებით უპირატესობა?

კლინიკის უპირატესობაა:

  • უწყვეტი ლაბორატორიული მომსახურება კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში;
  • ყველა ლაბორატორიული კვლევა ერთ სივრცეში, რაც არის კომფორტი; პაციენტისთვის დროის დაზოგვის კუთხით, ასევე ექიმისთვის კვლევის შედეგების ერთიან ფორმატში პროგრამულად გადაცემაში;
  • კვლევის შედეგების სისწრაფე და პაციენტისთვის მეილზე დაუყოვნებელი მიწოდების სერვისი
  • “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების უფასო სერვისი;
  • კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ექიმები მზად არიან კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პაციენტს მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

– რომელი ლაბორატორიული სერვისებითაა წარმოდგენილი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია?

– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში ყველა სახის ლაბორატორიული სერვისია წარმოდგენილი: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, კლინიკური და მიკროსკოპიული გამოკვლევები, ციტომორფოლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევები

– რისთვის არის მნიშვნელოვანი ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევა? 

– ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, დღეს განსაკუთრებით, როდესაც მწვავედ დგას მთელს მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის ანუ რეზისტენტობის საკითხი, მას „ჩუმ პანდემიასაც“ უწოდებენ და რაც წლების მანძილზე ანტიბიოტიკების უკონტროლოდ მიღების შედეგია;

ბაქტერიოლოგიურ კვლევას აქვს შემდეგი ძირითადი მნიშვნელობა:

  • კვლევის შედეგად ხდება ინფექციის წყაროს ზუსტი დადგენა, პათოგენური ბაქტერიის გამოვლენა, იდენტიფიკაცია;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევის ანტიბიოტიკოგრამა გვაძლევს ინფორმაციას რომელი მედიკამენტი მოქმედებს ეფექტურად კონკრეტულ ბაქტერიაზე, სწორი ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა კი ზრდის თერაპიის ეფექტიანობას;
  • ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრევენცია – იგულისხმება, როდესაც მკურნალობა მიზანმიმართულია, ბაქტერიებს ნაკლები შანსი აქვთ რეზისტენტობის ანუ მდგრადობის განვითარებისთვის. ბაქტერიოლოგიური კვლევა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია ამ გლობალური საფრთხის შესამცირებლად;
  • ინფექციების მძიმე ფორმების განვითარების, ანუ გართულებების რისკის შემცირება დროულად გამოვლენილი პათოგენის იდენტიფიკაციით მაგ. სეფსის, პნევმონიის, შარდსასქესო სისტემის ინფექციები და სხვ.;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ინფექციური დაავადების მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევები გამოყენებულია გარემოს ბაქტერიოლოგიური კონტროლისთვის, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

– ყველა პროფესიას ახლავს მითები, რომლებიც, საბოლოოდ, უმეტესად, ისევ მოქალაქეებს აზიანებს. თქვენს პროფესიაში, ყველაზე გავრცელებული მითები რომლებია?

– ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ქმედებაზე გავამახვილებდი ყურადღებას: პაციენტების მიერ თვითნებურად კვლევების დანიშვნა და მიღებული შედეგების დამოუკიდებლად ინტერპრეტაცია, რის შემდეგაც მცდარად თავს გამოჯანმრთელებულად თვლიან ან პირიქით იტარებენ თვითმკურნალობას ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგ. დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება ვირუსული ინფექციების დროს სწრაფი გამოჯანმრთელების მიზნით, რომელიც პირიქით ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პროცესს და დაავადების გართულებას იწვევს.

ასევე მითია „რაც მეტ ვიტამინს მიიღებ, უკეთესია ჯანმრთელობისთვის“, – რის გამოც ხშირია პაციენტების მიერ ვიტამინების, სხვადასხვა მინერალების და ხელოვნური დანამატების უკონტროლოდ მიღება, რომელთა დიდი დოზები, აზიანებენ ჯანმრთელობას და იწვევენ სხვადასხვა ორგანოთა დისფუნქციას.

არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ კვლევის შედეგები კლინიკურად მხოლოდ ციფრები არ არის და კვლევის შედეგს კლინიკურ სიმპტომებთან ერთად სწორი ანალიზი, ექიმის ცოდნა და გამოცდილება ჭირდება დასაგეგმად თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მკურნალობის ან მონიტორინგის კუთხით.

– და ბოლოს, დაგვისახელეთ 3 უმთავრესი პროფესიული უნარ–ჩვევა ლაბორატორ მედიცინაში.

– ამ მხრივ სამის გამოყოფა ძნელია, თუმცა შევეცდები:

  • პირველი – საქმისადმი მოწესრიგებული, წინასწარ გაწერილი “გაიდლაინების” შესაბამისად. მოწესრიგებული საქმიანობა და პროცესის მკაცრი კონტროლი უზრუნველყოფს შედეგის სიზუსტეს, რაც თავის მხრივ პირდაპირ დაკავშირებულია პაციენტის ჯანმრთელობასთან. ამიტომ პროცესების სიზუსტე და მკაცრი კონტროლი არის ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს საქმიანობას მოეთხოვება.
  • მეორე – მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ. სამედიცინო ლაბორატორია მუდმივად განახლებადი სფეროა, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და უნარია ვადაპტირდე თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან. ეს უნარი გვეხმარება შევინარჩუნოთ ხარისხის მაღალი სტანდარტი და სანდოობა ლაბორატორიაში.    
  • ჩვენს საქმიანობაში მესამე უდიდესი მნიშვნელობის შემცველი უნარ–ჩვევაა გუნდურად მუშაობის პრინციპი. სწორედ ჩვენს გუნდში ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულება მაძლევს საშუალებას გვქონდეს ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და უზრუნველვყოთ ჩვენის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი გამჭვირვალება და ეფექტური კომუნიკაცია, რაც თავის მხრივ განაპირობებს შესრულებული კვლევების მაღალ სიზუსტეს.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved