• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ “აუნთო მწვანე” ივანიშვილმა ჰააგის პროკურორს?” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
14:57 12-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,347
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
“ოცნების” ხუთდღიანმა ეროვნულმა გამოძიებამ, მათი ხელმწიფე და ვეზირები,
უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჰააგის იურისდიქციასთან!!
ჰააგის პროკურორი არ ანაცვლებს ეროვნულ გამოძიებას…
დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე—BBC გამოძიების გამოქვეყნება, ავტომატურად შეიძლება გახდეს ჰააგის პროკურორის ინტერესის საგანი და იურისდიქციაც, თუმცა ის ელოდება ეჭვმიტანილი ქვეყნის ნ ე ბ ა ს —ჩაატაროს სრულყოფილი და კომპეტენტური გამოძიება, რომელიც სანდო გახდება ქვეყნის შიგნით და ჰააგის პროკურორისთვისაც!!!
ჩვენი ქვეყანა 2003 წლის სექტემბრიდან არის მიერთებული რომის სტატუტთან და არის იმ 125 ქვეყანას შორის, რომელიც წარმოადგენს მ ხ ა რ ე ს ჰააგის სასამართლოსთვის!!!
მ ხ ა რ ე სახელმწიფოს ეროვნულ გამოძიების პროცესს ჰააგა სკრუპულოზურად დააკვირდებოდა, თუმცა, დაელოდებოდა მის შედეგს—გონივრულ ვადებში—თუნდაც ეს ორი ან სამი წელი ყოფილიყო!!!
რატომ იჩქარა ივანიშვილის ხელისუფლებამ და
ხ უ თ დღეში ჩაატია ამ საშინელი ფაქტის “ეროვნული გამოძიება”, ეს არის სერიოზული თავსატეხი?!?!
“ფარატინა” და ხუთდღიანი ეროვნული გამოძიების ჩატარებით,
ივანიშვილის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაუდასტურა ჰააგის სასამართლოს:
-“საქართველოს არ სურს ამ ფაქტის გამოძიება”;
-ან, “საქართველოს არ ძ ა ლ უ ძ ს ამ ფაქტის გამოძიება”…
ორივე შემთხვევაში, ჰააგის პროკურორი ვალდებულია შეუდგეს რომის სტატუტით დადგენილ საერთაშორისი გამოძიებას!!!
რატომ “აუნთო მწვანე” ივანიშვილმა ჰააგის პროკურორს???
ერთერთი ვერსიით, ის უკვე თავად უფრთხის
“ყველას დამჭერ” საკუთარ მთავრობას, რომელიც
“სხვისი”-გარე დირექტივებით მოქმედებს და ივანიშვილის მიერ მის გადაყენებას— შეიძლება—
არც დაემორჩილოს….
ჰააგის პროკურორში,
ივანიშვილი, შესაძლოა, შ ვ ე ლ ა ს ეძებდეს???
ჰააგის სასამართლო ეყრდნობა საკუთარ წესდებას რომლის მე-5 მუხლი ადგენს “მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელობის მქონე” ო თ ხ უმძიმეს დანაშაულს!!!
მათ შორის არის (b) ქვეპუნქტი—ადამიანობის[კაცობრიობის]წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები!!!
ამ წესდების მე-7 მუხლი ადგენს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის დისპოზიციას:
“განზრახ ქმედება, რომელიც იწვევს ტანჯვას და პირისთვის ხანგრძლივვადიანი ფსიქიკური ან ფიზიკური ზიანის მიყენებას”!!! ამაში შედის: მკვლელობა, წამება, დასახიჩრება და
სხვა უმძიმესი დანაშაული!!!
ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ —
ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის -მე5 მუხლის(b)პუნქტის უმძიმესი კლასიკა არის!!!
ეროვნული გამოძიების “დ ა ხ უ რ უ ლ ა დ “ გამოცხადებამ , ქვეყანის მთავრობის წევრები და მათი “არაფორმალი” ლიდერი, ჰააგის იურისდიქციის პირისპირ დააყენა!!!
ბევრი რამის მანიშნებელია რომ, ეს პროცესი ლ ო ნ დ ო ნ შ ი დაიწყო… ბრიტანეთი აკონტროლებს რეგიონში მიმდინარე ვითარებას, რაც მოსკოვს ძალიან არ მოსწონს… “ოცნების” პრემიერმა კობახიძემ ბრიტანეთს მოთხოვა(?!) პასუხი… საელჩომ “მწარედ” უპასუხა: “იმდენი კი უნდა იცოდეთ რომ, BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის სახელმწიფოსგანო”!!!
როგორც ჩანს, ეს პროცესები დაჩქარებული წესით განვითარდება!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved