77 ხმით, 3-ის წინააღმდეგ- პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას.
განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას თქმით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1 იანვრამდე.














კომენტარები