• რეკლამა
  • კონტაქტი
12:42, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგია როცა ბიჭი განათლებულია”, მაგრამ ხანდახან, ბოდიში მომითხოვია და წიგნებიდან თავის ამოყოფა და მიხედ-მოხედვაც არ უნდა დაგვავიწყდეს” – მიხეილ კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
15:05 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი, მიხეილ კაპანაძე, ექიმ არჩილ მარშანიას წერილს ეხმაურება:

ექიმი არჩილ მარშანია ამტკიცებს თურმე რომ ჩახუნაშვილების კვლევა არასანდოა. არ შევალ იმის მტკიცებაში, რატომ აღაღადდა მასში “შინაგანი სიმართლისტი” (ჩემშიც აღაღადებულა ხომე და სხვას არ განვიკითხავ), მაგრამ მოდი “პრიცელი გავასწოროთ”:
პატივცემულ ექიმს ავიწყდება რომ ჩახუნაშვილების კვლევა მიმდინარეობდა სუსით გაჯერებულ გარემოში და ცოტა უფრო დიდი კვლევის ჩატარების მცდელობის გამო უბრალოდ დაიჭერდნენ (კომენტარებში იქით უტევს სხვებს, თქვენ გინდათ რომ დაიჭირონო?)
არა, კვლევის ჩატარებაზე კი არ დაიჭერდნენ ოფიციალურად, სამბოში ევროპის ჩემპიონის ცემას შესტენიდნენ, ან ყაზახური ჭიდაობის ბრინჯაოს პრიზიორისას (დადიან ხოლმე აქედან) და მაგაზე დაიჭერდნენ.
გგონიათ გაუჭირდებოდათ? გელა ხასაია კონსტანტინე ჩახუნაშვილის მესამედია ალბათ ზომებში და ვიღაცის მოტეხილი ხელი “ჩაუდეს”, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დანიანი ტიტუშკის განეიტრალების გამო იქით დაიჭირეს, ხოლო პატრულისთვის ჩაბარებული დანა კი “მოტეხეს” და ა.შ. – იციან ეგ მეთოდები. ეგ იციან თუ იციამ, აბა ახლა კიდევ კვლევები აკითხე და მონაცემთა ანალიზის სისწორე ამოწმებინე სუსის გამომძიებლებს რა.
როგორც იტყვიან, “კაცი იყოს, მუხლი მოიძებნება”. თუ მოუნდათ და გადაწყვიტეს, ამაღამვე დაიჭერენ რამე შეთითხნილი სისულელით, მე შენ გეტყვი და სასამართლო ცრუ მოწმეებს პანჩურით გამოყრის რა.
მოკლედ, “კარგია როცა ბიჭი განათლებულია”, მაგრამ ხანდახან, ბოდიში მომითხოვია და წიგნებიდან თავის ამოყოფა და მიხედ-მოხედვაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
სინამდვილეში უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა იკვლიეს ჩახუნაშვილებმა (კვლევის ავტორთა დიდი ნაწილის საოჯახო კავშირებიც მიუთითებს რომ ალბათ დიდად აფიშირებას ერიდებოდნენ) ან რა დაწერა ბიბისიმ: ხელისუფლების წარმომადგენელთა ისტერიკული რეაქცია მეტყველებს რომ რაღაც ისე არ არის და “ქურდს ქუდი ეწვის”, ძველი იგავ-არაკისა არ იყოს. რაღაც ცუდი მართლა არის მომხდარი და ეს გამოსაძიებელია.
სუსის ზემოაღნიშნული გამომძიებელი თავადაც “რეჟიმის ტყვე” რომ არ იყოს, ახლა “მოდულის” შენობის ერთ ოთახში გეკა უნდა იჯდეს და მეორეში გომელაური და პარალელურად უნდა კითხავდნენ ორივეს.
კი, კამიტზე ფილმში ეჭვი იყო და არა
მტკიცება. ჟურნალისტური გამოძიება რომ ნამდვილ გამოძიებას ანაცვლებდეს, უსამსახუროდ დარჩებოდა ის ზემოთორჯერუკვეაღნიშნული გამომძიებელი.
აი ეს დამაკლდა მე იმ სტატუსში, თორემ 61 ადამიანი კვლევის თანამედროვე სტანდარტებით რომ ცოტაა, გასაგებია.
ეგრე ცოცხი დიდი ალბათობით საერთოდ არ ეტევა ანალურ ხვრელში, მაგრამ განა პატიმრებს არ სცემდნენ და აწამებდნენ მაგ დროს ციხეში? ცოხხი თუ არა, პრეზერვატივიანი ხელკეტი ან კასტილებიანი მოძალადის ასო ხომ ეტეოდა? და ეს შეღავათი იყო რამენაირად? გასკდა ერთი ამბავი და მიჰყვა ჯაჭვი.
ზოგადად პროფესიული ჩაციკვლები ყველას გვახასიათებს, ამიტომ პროფესიული ანეკდოტით დავასრულებ:
– იმ ტიპს კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, მილიონ დოლარიანი პროგრამის ლიცენზია გვჭირდება რომ გავტეხოთ!
– აჰა შენ 50 ლარი, ელიავაზე ჩადი, “მანტიროვკა” იყიდე და იმდენი ურტყი, სანამ პაროლს არ გეტყვის!
ჩილ ფიფლ. ქიფ ით სიმფლ.

“რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? – ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ”მტკიცებულება” არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები…” – არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved