• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ “კამიტი” თუ არა, რაღაც საშინელება მართლა გამოიყენეს” – დათო აბზიანიძე

*ამიტომ ერთადერთი მაშველი რგოლი ახლა ქოცებისთვის არის, რაც შეიძლება მეტი “ექსპერტი ტოქსიკოლოგი ექიმის” პოვნა, რომლებიც თამამად განაცხადებენ, რომ ხანდახან ციანიდიანი წყლისა და სკლინტლიანი რძის ყლაპვა დიდად არაფერს ვნებს ჯანმრთელობას. ზოგი იმასაც დაახეთქებს, რომ პირიქით, უზმოზე ციანიდიანი მძ@ნერი აკაჟებს ორგანიზმს. “იმედის” დილის ეთერში მოწვევისთვის რას არ იზამ მეცნიერი კაცი…"

ალია ავტორი - ალია
00:36 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

ბლოგერი, დათო.აბზიანიძე:

ქოცები ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ BBC-ს გამოძიებას მოსახლეობის ქიმიური იარაღით დაწამვლაზე. იმდენად დაიბნენ და ისე აიხლართნენ ტყუილებში, რომ ბევრ ქოც ამომრჩეველსაც კი გაუჩინეს ეჭვი, ბატონი ბიძინა მართლა ქიმიურ იარაღს ხო არ იყენებს სირიიდან რუსეთში გაქცეული ბაშარ ალ-ასადივითო.

მათი მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ მთელი მათი სტრატეგიული კომუნიკაციების ღერძი რუსეთის სპეცსამსახურებისგან არის ნაკარნახები და ამ საქმის ადგილობრივი ექსპერტები არ ჰყავთ გამოუვალ მდგომარეობაში სწრაფი “მესიჯბოქსების” მოფიქრებისთვის.

არადა უბრალოდ ტრადიციულად შეეძლოთ ეთქვათ, რომ დიფ სთეითმა დაუკვეთა BBC-ს ეს სიუჟეტი და არანაირი მსგავსი ნივთიერება მათ არ გამოუყენებიათ. ეს ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს, რომ “კამიტი” თუ არა, რაღაც საშინელება მართლა გამოიყენეს და ეს ინფორმაცია მართლა გაჟონილია შსს-დან. თან ნაცებმა ჩაგვიდეს 16 წლის წინო, თორე მართლა გვქონდა საწყობშიო, მაგის გადათქმაც ხო მოუწიათ მერე ზემოდან. მოკლედ, აიხლართნენ რა საშინლად.

ამიტომ ერთადერთი მაშველი რგოლი ახლა ქოცებისთვის არის, რაც შეიძლება მეტი “ექსპერტი ტოქსიკოლოგი ექიმის” პოვნა, რომლებიც თამამად განაცხადებენ, რომ ხანდახან ციანიდიანი წყლისა და სკლინტლიანი რძის ყლაპვა დიდად არაფერს ვნებს ჯანმრთელობას. ზოგი იმასაც დაახეთქებს, რომ პირიქით, უზმოზე ციანიდიანი მძ@ნერი აკაჟებს ორგანიზმს. “იმედის” დილის ეთერში მოწვევისთვის რას არ იზამ მეცნიერი კაცი…

უკვე ზოგიერთი “ბაბლის ექიმიც” გადმოსხეს “მძიმე არტილერიად”, უფრო “ორიგინალური” აზრებით, რომ თითქოს სამეცნიერო კვლევების კითხვაში ვერ ვერკვევით საზოგადოება და BBC-ც შეიძლება ცდებოდეს! — ესეთები განსაკუთრებით სჭირდებათ, “ჩვენიანი ექსპერტები”, რომ პროტესტის ნაკვერჩხალზე ბენზინის დასხმას შეუშალონ ხელი და არა ქოცი ამომრჩეველი, აი ჩვენნაირი რეჟიმთან დაპირისპირებული ხალხი დაგვამშვიდონ.

ვითომ ვერ ხვდებიან ეს “ქოციარვარ” ექსპერტები, რომ BBC-ს შეუმცდარობასა და სიწმინდეში კი არ ვართ აქ ხალხი დარწმუნებული, ქოცების ნდობა რომ არაფერში შეიძლება და მათი ბოლო დღეების უნიჭო თავის მართლებები კიდევ უფრო გვიღრმავებს ეჭვებს — ეგ კონტექსტია აქ ყველაზე მთავარი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved