არქიმანდირტი დოროთე ყურაშვილი BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენა, ეხმაურება და წერს:
“სასულიერო პირების როლი, იმ წუთებშივე უნდა გამოხატულიყო, როდესაც ეს ხდებოდა, სანამ ჩვენ ევროპა გვეტყვის, რომ ჩვენი მთვრობა გვკლავს, გვხოცავს და გვწამლავს, მანამდე ჩვენ თვითონ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი. ევროპა ამიტომ არ უნდათ, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ, კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება, რა უბედურებასაც ეს მთავრობა აკეთებს, მათთვის არის მღვდლობა შესაჩერებელი და ამბიონიც წასართმევი, მაგრამ მაინც არაფერში იყნებენ მაგ ამბიონს და არაფერს ამბობენ, არც ქრისტეზე და არც ამ მთავრობის ბოროტებაზე. ამიტომ, ეკლესია დღეს დუმს სამწუხაროდ და ეს დუმილი მათთვის არის დიდი ბოროტება.”














კომენტარები