• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა. ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება…” – კონსტანტინე ჩახუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:24 12-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

ექიმმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:

,,გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები ისეთი ხასიათის იყო, ძირითადად მეკითხებოდნენ ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზე არის და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზე, საჯარო ინფორმაციაა, ღია წვდომაა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.

რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორც არის, ასე ვთქვათ, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს, ვიდეოში არის 36:12 წუთი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტ რაც იყო იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა. და ამის შემდგომ მე რამოდენიმეჯერ მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36:13-ე წუთიდან რომ დაიწყონ ყურება, უკვე მაგაზეა მთელი ბოლო 20-წუთიანი მონაკვეთი და, შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. დანარჩენი, მე შევუთანხმდი, რომ ბმული ისედაც საჯაროა, მაგრამ მივაწოდებდი და დეიდინტიფიცირებული მონაცემები, ანუ ციფრები რაც არის, შემიძლია მივაწოდო.

ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა. ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით ასევე ეცდებიან, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად, განტევების ვაცად. შიდა სისტემაში შეიძლება ვიღაცა გაწირონ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს”.

“შეიძლება, განტევების ვაცად შესწირონ ვინმე” – ექიმის პირველი კომენტარი სუს-ში დაბარების შემდეგ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved