• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება, განტევების ვაცად შესწირონ ვინმე” – ექიმის პირველი კომენტარი სუს-ში დაბარების შემდეგ

ალია ავტორი - ალია
14:11 12-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
631

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-ში მის დაბარებას რამდენიმე ვერსიას უკავშირებს.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ BBC-ის სკანდალური გამოძიების საქმეზე “ოცნებამ” “განტევების ვაცი ნახოს და ამ საქმეს შესწიროს”.

ჩახუნაშილი თავად ტოქსიკური ნივთიერებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როგორი ლეგალური იარაღიც არ უნდა გამოეყენებინა შსს-ს მომიტინგეების წინააღმდეგ, მისი დიდი დოზით და დასახლებულ პუნქტში გამოყენება, მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა.

“ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ” – ამბობს მედიკოსი.

დაბარებები და გუშინდელი დაწყებული გამოძიება ერთის მხრივ, ეხმიანება იმას, რომ ეშინიათ ალბათ სანქცირების და შესაბამისად, აჩვენებენ, რომ რაღაც ტიპის გამოძიება დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სავარაუდოდ, შეიძლება, იფიქრონ კიდეც, რომ ვიღაც შესწირონ, ასე ვთქვათ, განტევების ვაცად და მეორეს მხრივ, ემსახურება იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ და მათ თვალში არ მოსდით, შესაბამისად, მერე უნდა შეაშინონ ეს ადამიანები.

ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, თუმცა ნივთიერების მიუხედავად, ის მავნე ეფექტები, რაც გამოვლინდა, სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოყენებინათ, ჩენი სტატია იმას ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება და ისე გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი, სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი.

ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ, რომ მერე თავის ამომრჩეველს, რომელიც მწირია, მაგრამ მაინც ჰყავთ, მიჰყიდონ ეს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი მიკერძოებულია.

შტრიხკოდით მერე დაადარეს, რომელი იქნებოდა გამხსნელი. გამსხნელი იპოვეს, იმიტომ, რომ ერთი ნივთიერებაა და უკვე რაც არის ფხვნილი, სავარაუდო აქროლადი ნივთიერება, რომელიც დასაშლელად შეიძლება, გამოიყენო, იყო ეს ციანიდის ერთ-ერთი დერივატი, – ამბობს ჩახუნაშვილი. (ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved