სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:
დღევანდელი დემონსტრაცია მოწმობს, რომ ქართველმა საზოგადოებამ გაუძლო კრემლის და ივანიშვილის ზეწოლას, ქართული საზოგადოება ერთგული დარჩა მისი არჩევანის – ევროპული მომავლის.
ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ნამეტანი მაღალი გაქვს შენ თავისუფლების ხარისხიო და ახლა მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუპასუხო, ჩემზე გაცილებით მაღალი აქვთ თავისუფლების ხარისხი ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა მოაბიჯებენ მელიქიშვილზე და მალე გავალთ რუსთაველზე.
ვერ წაგვარმევთ თავისუფლების შეგრძნებას, გავიმარჯვებთ!














კომენტარები