• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი წუთით ეს წარმოიდგინეთ ყველა სპორტსმენმა…” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:25 11-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,243
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
სპორტსმენებმა და არა მხოლოდ მათ, კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა ერთი რამ ვერ გაიგო:
ბოლო ორი-სამი წელია, განსაკუთრებით, რუსული კანონის მეორეჯერ შემობრუნების შემდეგ და კიდევ უფრო განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის შარშანდელი 28 ნოემბრის განცხადების მერე ქვეყანაში აღარაა ჩვეულებრივი პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც ერთ მხარეს არის ხელისუფლება, მეორე მხარეს – ოპოზიცია და ზოგს ერთი მოსწონს და ზოგს – მეორე.
საქართველოში ბოლო ორი წელია არა ოპოზიცია, არამედ ხალხი ებრძვის მოძალადე და დიქტატორული ვნებების მქონე ოლიგარქს, რომელიც ხალხს მასობროვად იჭერს, ქუჩაში ცემს, პოლიციის მიკროავტობუსებში აწამებს, მთელ თაობებს წყალში უყრის 30 წლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, დასავლური ინტეგრაციისთვის. რუსეთის გავლენისგან სისხლის ფასად თავდაღწეულ ქვეყანას ისევ რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, უკრანელების თავდადების ხარჯზე გახსნილ ევროპის კარს ცხვირწინ გვიხურავს და ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ხელისუფლებას სიკვდილამდე არაფერი დაემუქროს.
ჰოდა, რა გასაკვირია, ამ ყველაფრის შემოქმედს, მოძალადე და მოღალატეს რომ მხარს უჭერ, მისგან ფულს იღებ, საჯაროდ მადლობებს უხდი, ხალხს აქვს მწვავე რეაქცია, ვერ გპატიობს. შენ კი არა, ზოგი ოჯახის წევრს ვერ პატიობს და არ ელაპარაკება. ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი და მოღალტეობრივი პოლიტიკით, ქვეყანა ისე გახლიჩა, რომ ოჯახის წევრები დააპირისპირა ერთმანეთს.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველა სპორტსმენმა: თქვენმა თანაგუნდელმა გცემათ, ციხეში დაგიჭირათ, მომავალი გაგინადგურათ და მესამე თანაგუნდელი წავიდა მისგან ფული აიღო, მადლობები უხადა, რას იფიქრებთ იმ მესამე თანგუნდელზე? გააგრძელებთ ისევ მასთან ურთიერთობას?
ჰოდა ჩვენგან რატომ გიკვირთ, რომ გვწყინს თქვენი საქციელი, თქვენი ჩახუტება ჩვენს მცემელ და მწამებელ ოლიგარქთან?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved