ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.
შემთხვევის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული გვარდიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში განსხვავებულ საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მძიმედ იყო დაჭრილი თავდამსხმელიც.














კომენტარები