აშშ-ის არმიის მდივანი უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს ვესაუბრე. როგორც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ის არმიის მდივანს კიევში მიმდინარე კვირაში ველით. ჩვენ მზად ვართ, სისხლისღვრის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე შესათანხმებლად მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად გავაგრძელოთ“, – წერს ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მყარი საფუძველი შეიქმნა.
„პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი გუნდი თანამშრომლობის ერთგულია. უკრაინა მშვიდობის მიღწევისთვის დაბრკოლება არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.














კომენტარები