• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ისეთ უნამუსობას, უწმინდურობას აფრქვევს, რომ მარტო საკუთარ თავს, კი არ აჭუჭყიანებს, არამედ მთელ გარემოს წამლავს” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:45 11-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი წევრის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებას ეხმაურება:

გერმანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ისეთ საშინელებებს ლაპარაკობს, ყოველი მისი წინადადების გაგონებისას შხაპის გადავლება მინდებაო“ (წინა კვირას იყო აქტუალური ბერლინურ პრესაში). მაშასადამე, ისეთ უსინდისობას, უნამუსობას, უწმინდურობას აფრქვევს, რომ მარტო საკუთარ თავს, საკუთარ ღირსებას კი არ აჭუჭყიანებს, არამედ მთელ გარემოს წამლავს, შენ გიჩნდება სირცხვილის განცდა, რომ იმასაც ადამიანი ჰქვია.

პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო. საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და ათწლეულობით გახანგრძლივებისთვის ჩვენი ქვეყნის ყველაზე თავგანწირულ შვილებს ფეხები არ უნდა შეაწმინდო.

ესენი კი ისე იქცევიან, ისე ლაპარაკობენ, რომ ყოველი მათი გამოსვლის დროს სიბინძურე და სიმყრალე ისადგურებს ყველგან.

🔴 როგორ ექცევა „ქართული ოცნება“ ჩვენს ემიგრანტებს?

პოსტსაბჭოთა ნაგავში გამოწრთობილი პოლიტტექნოლოგები ხვდებიან, რომ ემიგრაცია საფრთხეა. ემიგრანტებზე ადგილობრივ რეჟიმებს გავლენა არ აქვთ, ისინი თავისუფლად მოქმედებენ, არ არიან მთავრობების მიერ გაცემულ ხელფასებზე დამოუკიდებელნი. მოლდოვაში გამართულმა უკანასკნელმა კენჭისყრებმა აჩვენეს, რომ ემიგრანტები ევროპული ინტეგრაციის საქმეში მთავარი გამწევი ძალა არიან და გადამწყვეტ მომენტში შეუძლიათ დემოკრატიის დემოკრატიული მეთოდებითვე დახრჩობა თავიდან აიცილონ.

ამასთანავე, თანამედროვე მსოფლიოში უპრინციპო, ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური ძალების წყალობით კვლავ პოპულარი გახდა უძველესი მანიპულაციური მეთოდი – ე.წ. „ჯერიმანდერინგი“ ანუ საარჩევნო ოლქებისა და ამომრჩეველთა ჯგუფების იმგვარად დაყოფა და გადანაწილება, რომ შენი მოწინააღმდეგეების ხმებმა მნიშვნელობა დაკარგონ.

➡️ „ქართულ ოცნება“ ვერ იტანს, რომ ემიგრანტებს ვერაფერს უხერხებს, 2012 წლიდან მათ ოლიგარქის პარტიისთვის ხმა არ მიუციათ.

➡️ „ქართული ოცნება“ ვერ იტანს, რომ პირიქითა საქართველოს ტვინს ისე კარგად ვერ უშხამავს თავისი პროპაგანდით, როგორც აქაურებს.

➡️„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ ადრე თუ გვიან მათ წონასწორობას პინაზე აღმოჩენილი ემიგრანტული ხმები მოარღვევს.

➡️ თან ხომ ყველა უნდა გაგვყარონ ჩვენი სამშობლოდან, ვინც მათ მხარეს არ ვართ.

ამიტომ მარტივად, ხელის ერთი მოსმით ამომრჩეველთა მთელი კატეგორია წაშალეს, გააუქმეს.

ამით არ დაკმაყოფილდნენ და ახლა თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ამცირებენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს (რომელთა ნაწილის პოლიტიკურ პოზიციებს შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკუტი სუბიექტის სტატუსი უნდა ჩამოართვან).

🔴 რას ეუბნება „ქართული ოცნება“ ჩვენს ემიგრანტებს?

1. თქვენგან მხოლოდ გადმორიცხვები გვჭირდება, თქვენ ხართ ფულის გამომგზავნი აპარატები, მეტი არაფერი… პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მეტს გვიგზავნით ხოლმე, მაგრამ ამის გამო მადლობასაც არ გეტყვით და პრაქტიკულად მოქალაქეობას ჩამოგართმევთ, რადგან კობახიძით არ ხართ აღფრთოვანებულები.

2. მართალია, თქვენი მშობლების, მეუღლეების, ძმების, მეგობრების გასვენებებში ვერ ჩამოხვედით, რადგან ან ფული არ გქონდათ, ან სიმწრით ნაშოვნი სამსახურის დაკარგვის გამო შეგეშინდათ, ან ლეგალური სტატუსი არ გაქვთ და საზღვრის გადმოკვეთა თქვენთვის და თქვენი ნათესავთა არმიისთვის შიმშილს ნიშნავს, მაგრამ თუ გინდათ, რომ სახელმწიფომ რაღაცად ჩაგაგდოთ, თქვენი პოლიტიკური უფლებები აღიაროს, მაშინ ხმის მიცემისთვის მაინც უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში, თუნდაც ნიუ-იორკში იყოთ, ანდაც ოტავაში.

3. თქვენ გონებაჩლუნგები ხართ. მართალია თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარდა, სოციალური ქსელების, ვიდეო პორტალების საშუალებით ყველაფერი იცით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, უსმენთ ყველა მხარის ანალიზს, მაგრამ მაინც ბრიყვები ხართ. აქ თუ არ ჩამოხვედით და საკუთარ თავზე არ შეიგრძნეთ პროგრესი, რომელიც ერთ დღეშიც კი ტანში დაგივლით, სირეგვნეს განკურნავს და თქვენს მკვეთრ პოზიციას შეგაცვლევინებთ, მოქალაქეობის ღირსი არ ყოფილხართ.

4. ჩვენ არ ვიცით რა ქონებას ფლობენ ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და სხვები, რა გადასახადებს იხდიან ჩვენს ბიუჯეტში, რამდენს მალავენ ან არ მალავენ. მათ მაონც ხელს შევუწყობთ, რომ უფრო ნაკლები შეიტანონ ხაზინაში. კანონებს დავწერთ, რომლითაც პიკასოებს უფასოდ შემოზიდავენ და დაყადაღებისგან გადაარჩენენ. თქვენ კი წამოგაძახებთ, რომ სხვა ქვეყანში შრომობთ და სხვა ქვეყანაში ნაშოვნი ფულისთვის მასძინძელ სახელმწიფოში იხდით გადასახადს. აქ უნდა იყოთ, რომ მოქალაქეებად ჩაგთვალოთ, აქ უნდა იხდიდეთ ფულს სხვების ოქროს ზოდებისთვის, რათა ხმა მიგაცემინოთ.

როგორ ბედავთ, რომ გარდაცვალების შემდეგ თქვენს სახელმწიფოს თხოვთ გადმოსვენებას !!! სახელმწიფო ბიუჯეტიდან ითხოვთ ცინკის კუბოს ფულს…

5. ქვეყანა ყვავის და აღორძინებულია, როგორც პოეტი იტყოდა:

„წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.“

თქვენ ისე გეზიზღებათ სამშობლო და ოჯახის წევრები, რომ თქვენსავე ქვეყანაში ოდნავ დაბალი ანაზღაურებით მუშაობას, გირჩევნიათ ცხრა მთას იქით იყოთ გადახვეწილნი.

🔴 ეს წარმოუდგენელია! „ქოცების“ ანტიემიგრანტული განცხადებები რეალურად მართლა ასე ითარგმნება, ზუსტად ამ შინაარსისაა! ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების ასეთ დამცირებას სახელი არ მოეძებნება!

P.S. ამ უსულო არსებას, “რა?” კითხვა რომ დაესმის ეგეთ საგანს, ვინც გამარჯობას ეუბნებით, მე არ მომესალმოთ, რომ მოვკვდები ჩემს გასვენებაში არ მოხვიდეთ …

ცნობისთვის, იაკობაშვილმა განაცხადა:

“იქ უნდა იყო  გადასახადები იქ უნდა იხადოს, აქ ეს წვლილი არ უნდა შეიტანოს და მერე რომ მოკვდება, საელჩოს მიადგებიან  რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა გადმოასვენონ.”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved