• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქალაქოში დღეს დაკავებული აქტივისტების პროცესები გაიმართება – ადვოკატები შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე საუბრობენ

ალია ავტორი - ალია
11:54 11-24-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

საქალაქო სასმართლოში დღეს დაკავებული ქტივისტების პროცესები ერთი-მეორეს მიყოლებით გაიმართება. სხდომის ჩანიშვნას ელოდება ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გიორგი მამნიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები მას ჯერ არ გადასცემია, თუმცა საკუთარი ძალებით უკვე მოაგროვა მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ინტერესების დამცველის თქმით, მამნიაშვილი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და არ იყო წარმოდგენილი როგორც აქციის მონაწილე, შესაბამისად, მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

თითქმის 48 საათი გავა უკვე დღეს. ჯერჯერობით ჩენ არცერთი დოკუემნტი, არცერთი ფურცელი არ გადმოგვცემია იმისთვის, რომ მინიმუმ, ვიცოდეთ, რას ედავებიან ადამიანს, რა არის ფაქტობრივი გარემოებები ან ვინ არიან მოწმეები, რომლებმაც შეიძლება, რაიმე სახის უკანონო მოქმედება დაადასტურონ, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ, დამოუკიდებლად, ჩვენი ვარაუდის მიხედვით რა შეიძლება, იყოს სადავო, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მტკიცებულება მოვაგროვეთ. მათ შორის ცნობები, მათ შორის მოწმეები, ვიდეოჩანაწერები, სქრინები, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, გიორგი იყო აქციაზე არა როგორც აქტივისტი, არამედ ჟურნალისტი და დაკავების მომენტში მას უკანონო არაფერი განუხოციელებია გარდა იმისა, რომ თავად უკანონოდ მოექცა სამართალდამაცვი, რომელმაც დაკავების პროცესში, როცა სხვას აკავებდნენ, გიორგი იღებდა და სამართალდამცავი ეუბნებოდა, რომ აი, ესეც მიაყოლეთ, ესეც დააკავეთ და ისიც აღმოჩნდა უცებ პოლიციის მანქანაში, – ამბობს ტვ პირველის იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.

რაც შეეხება დაკავებულ აქტივისტებს, საქალაქო სასამართლოში დღეს მათაც მოიყვანენ, მათ შორის, ქალებს, რომლებსაც, ადვოკაატების თქმით, დაზიანებები აღენიშნებათ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული დაზიანებები აქტივისტებს სწორედ სამართალდამცველებმა მიაყენეს დაკავების მომენტში.

ინტერესების დამცველი ბორის ჩელე ყურუა ყურადღებას ლიდა ცომაიას დაკავებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ცომაია სხვა აქტივისტში აერიათ და მასზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა.

მე მოვინახულე ოთო ირემაძე, მირცხულავა, ჭოხონელიძე და ლიდა ცომაია. ბიჭები შედარებით კარგად არიან, რაც შეეხება ლიდა ცომაიას, ის აერიათ და სხვა ადამიანის ნაცვლად დააკავეს და დაკავების დროს მიაყენებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დასტურდება ასევე სამედიცინო დასკვნით. აჩვენებდნენ სხვის დაწერილ ფბ პოსტს და ეუბნებოდნენ, ეს რამ დაგაწერინაო. თან ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გუშინ უკვე დააკავეს ადამიანი, რომელშიც გუშინწინ ლიდა ცომაია აერიათ. სახალხო დამცველმა მინიმუმ მა უნდა ამოიღოს და ყურადღება უნდა მიაქციოს ღირსების შემლახავ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რასაც ამ შემთხვევაში ვხედავთ აქტივისტეიბს მისამართით, როცა აქტივისტების ტროტუარიდან აკავებენ და არავინ მომკითხავი არ არის სახელმწიფოს მხრიდან. ლიდა ცომაიას აქვს დაბეჟილობები, რაც დაადასტურა კიდეც სამედიცინო ექსპერტიზამ, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

არ არის გამორიცხული, დღესვე გაიმართოს გუშინ დაკავებული ია მელითაურის პროცესიც. მელითაური გუშინ რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სკამზე იჯდა. ადვოკატის თქმით, აქტივისტს პოლიციამ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved