აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული მისი „სამშვიდობო წინადადება“ დასრულებულ და საბოლოო ფორმას არ წარმოადგენს.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს გეგმა საბოლოო, ტრამპმა უპასუხა: „არა, საბოლოო არაა“.
ტრამპის თქმით, მიზანი არის მშვიდობის მიღწევა, რაც „ დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“.
„უკრაინისა და რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა კი მის დასრულებას ვცდილობთ – ერთი გზით თუ მეორე გზით,“ – განაცხადა მან.














კომენტარები