• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

ალია ავტორი - ალია
08:00 11-21-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

საქართველოში ნეიროქირურგიის ახალი ეპოქა დაიწყო. 15 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ ავერსის კლინიკამ გამართა სიმპოზიუმი, რომელიც უძველესი ქირურგიული სტრატეგიების ნაცვლად უახლეს, უსისხლო და უმტკივნეულო ტექნოლოგიას, Gamma Knife Radiosurgery-ს მიეძღვნა.

ეს არის მეთოდი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ თავის ტვინის სიმსივნეები, ნერვული სისტემის რთული პათოლოგიები და იშვიათი მალფორმაციებიც კი დამიზნებულად, ყველაზე მაღალი სიზუსტით და ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე დამუშავდეს. Gamma Knife Radiosurgery გამა გამოსხივებას იყენებს. პროცედურის დროს 192 სხივი ერთ წერტილში იკრიბება, წარმოიქმნება ენერგია, რომელიც მიემართება დაზიანებული ქსოვილისკენ და ანადგურებს მას. ყველაზე მნიშნველოვანი ის ფაქტია, რომ გამოსხივება არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. პროცედურის ხანგრძლოვობა ნახევარი საათიდან ერთ საათამდე მერყეობს და დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე. სესიის მიმდინარეობისას პაციენტებს შეუძლიათ ესაუბრონ ექიმს, დაიძინონ ან მოუსმინონ მუსიკას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას და ქირურგიული ოპერაციებისგან განსხვავებით, მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტები იმავე დღეს ეწერებიან ბინაზე, მომდევნო დღეს კი შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

გამა ნაიფი

უკვე ერთი წელია, რაც Gamma Knife
Esprit  ტექნოლოგიის უახლესი თაობის
სისტემა ხელმისაწვდომია ავერსის კლინიკაში. ამ პერიოდში 300-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა. საქართველო კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასეთ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს როგორც მოზრდილ, ისე მცირეწლოვან და ორსულ პაციენტებს.

 

სიმპოზიუმზე საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს უახლესი მიღწევები რადიოქირურგიაში, მათ შორის რთული მეტასტაზების, მენინგიომების, ვესტიბულარული შვანომების, პედიატრიული სიმსივნეების და ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა. წარმოდგენილმა კვლევებმა აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები.

თბილისში შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ხორვატიიდან. ქართული მედიცინის სახელით კი მოხსენებით წარსდგა ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბაქრაძე. სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურად იყენებს Gamma Knife-ის შესაძლებლობებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბაქრაძე, Gamma Knife Radiosurgery-სთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვას პასუხობს. 

– როგორი იყო თქვენი პირველი შეხება Gamma Knife Radiosurgery-სთან და რა
ინოვაციებთანაა დაკავშრებული ეს ნეიროქირურგიაში?

– რადიოქირურგიულ ტექნოლოგიასთან, კერძოდ „გამა ნაიფთან“, ჩემი პირველი პროფესიული შეხება 2007 წელს მოხდა, როდესაც საჭირო გახდა მისი გამოყენება ჩემი ახლობლის სამკურნალოდ. ამ მიზეზით უცხოეთში მომიწია ახლოდან გამეცნო ეს ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში გამოყენებული აპარატი წინა თაობის მოდელს წარმოადგენდა, ნათლად განისაზღვრა „გამა ნაიფის“, როგორც ინვაზიური ქირურგიის მაღალეფექტიანი ალტერნატივის უნიკალური მნიშვნელობა.

Gamma Knife გამოიყენება თავის ტვინის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციების და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში. ტექნოლოგია იძლევა ქირურგიული ჩარევის თანაბარ თერაპიულ ეფექტს, თუმცა სრულიად არაინვაზიური მეთოდით,  განაკვეთის, სისხლთან კონტაქტისა და იმ გართულებების გარეშე, რომლებიც ტრადიციულ ნეიროქირურგიულ ჩარევებს ხშირად თან სდევს.

საქართველოში დანერგილი მოწყობილობა წარმოადგენს უახლესი თაობის, შვედური კომპანიიის მიერ წარმოებულ მოდელს. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში Gamma Knife აღიარებულია რადიოქირურგიის „ოქროს სტანდარტად“, რომელიც გამოირჩევა სიზუსტითა და უსაფრთხოებით. მისი გამოყენება დასაშვებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებში. პრაქტიკულად არ არსებობს თავის ტვინის ისეთი უბანი, რომლის რადიოქირურგიული მართვაც ამ მეთოდით შეუძლებელია.

– Gamma Knife Radiosurgery საკმაოდ კომპლექსური და ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის?

– აღსანიშნავია, რომ Gamma Knife წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი  ღირებულების სამედიცინო ტექნოლოგიას თანამედროვე მედიცინაში. მისი დანერგვით საქართველოში პირველად ხორციელდება სრულფასოვანი რადიოქირურგიული მომსახურება, რაც ქვეყანას იმ იშვიათ სახელმწიფოების რიგში აყენებს, რომლებშიც ამ დონის ტექნოლოგიური რესურსი ხელმისაწვდომია.

უახლოეს 1400 კილომეტრში  არ არსებობს Gamma Knife-ის ალტერნატივა.  სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოდიან უცხოელი პაციენტები სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ასევე ბელორუსიიდან, მოლდოვადან, ასევე შუა აზიის ქვეყნებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველებს თუ წლების წინ უწევდათ უცხოეთში გამგზავრება, რაც დიდ ფინანსურ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ასეთი პაციენტები დღეს უკვე საკუთარ ქვეყანაში მკურნალობენ.

– არსებითად როგორ შეცვალა სტერეოტაქტიკურმა რადიოქირურგიამ პაციენტების მკურნალობის პროცესი?

– გამა ნაიფი არის ნეიროქირურგიის მიერ შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური აპარატი, რომელიც დღეს მნიშნველოვნად ეხმარება ნეიროქირურგებს. მისი არსებობა გვაძლევს უფრო დიდ თავდაჯერებას მკურნალობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. თუ წარსულში ზოგიერთ შემთხვევაში გვიწევდა პაციენტის სიცოცხლისთვის მაღალრისკიანი გადაწყვეტილებების მიღება პათოლოგიის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოცილების მიზნით ისეთი სტრუქტურებიდან, როგორებიცაა საძილე არტერია, მხედველობის ნერვი და სხვა კრიტიკული უბნები, დღეს, გამა ნაიფის წყალობით, უკვე შესაძლებელია უფრო უსაფრთხო მიდგომის არჩევა. პაციენტს წინასწარ ვაწვდით სრულ ინფორმაციას, მას ვუხსნით, რომ ოპერაციის დროს რეზექცირდება მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ამოღებაც სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის შემცველია და მაქსიმალურად შემცირდება სიმსივნის მოცულობა. დარჩენილი ნაწილის მიზნობრივად გასანადგურებლად კი ოპერაციის შემდეგ იგეგმება გამა ნაიფით მკურნალობა. ეს მიდგომა პაციენტს იცავს ინვალიდობისა და იმ გართულებებისგან, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ტრადიციულ ნეიროქირურგიულ ჩარევას.

– რატომ ჯობია სხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევებს Gamma Knife-ით მურნალობა და სპეფიციკურად რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება?

– გამა ნაიფი ეფექტურად გამოიყენება თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეების: მენინგიომების, ნევრინომების, ჰიპოფიზის ადენომების, ჰემანგიობლასტომებისა და სხვა პათოლოგიების სამკურნალოდოდ. ნეიროქირურგიული ჩარევა ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკებს: ლეტალობა საშუალოდ 0.5%-ია, ხოლო გართულებები 22%-მდე აღწევს. გამა ნაიფის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საჭიროება მაღალრისკიანი ქირურგიული ჩარევებისა, თუმცა ყველა შემთხვევა ამისთვის შესაფერისი არაა და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მიიღება. მნიშვნელოვანი პროგრესია ასევე თავის ტვინის მეტასტაზების რადიოქირურგიული მკურნალობა. თუ ადრე მეტასტაზები განაჩენად ითვლებოდა, დღეს გამა ნაიფი ბევრ პაციენტს მეტასტაზებით მრავალწლიანი, ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

(R)

თეგები: ავერსიგამა ნაიფი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved