ფოტო – ტვ პირველი
ჩემი შვილი პოლიტიკური პატიმარია – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის დედამ, მარიამ კოტრიკაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც დაპატიმრებული ენმ-ს ლიდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მარიამ კოტრიკაძე შვილთან შეხვედრას ითხოვს, ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის უფლებები ირღვევა, როდესაც მას არც შვილებთან და არც დედასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ.
ლევანი არის პოლიტიკური პატიმარი, ის დაპატიმრებულია თავისი პოლიტიკური გამოცდილების გამო, დაპატიმრებულია მხოლოდ ეთერებში ნასაუბრების გამო. მას შეუზღუდეს, დედასთან, შვილებთან, მეუღლესთან ურთიერთობა. ირღვევა მისი უფლებები. მას არ აქვს უფლება არც ტელეფონით სარგებლობის, არც წერილის გამოგზავნის, არც შვილებთან შეხვედრის. როგორც ლევანი უფლებებია შეზღუდული, ასევე ყველა პატიმრის უფლებაა შეზღუდული”, – ამბობს ხაბეიშვილის დედა.
“მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას” – ამ მოთხოვნით გაიმართა ენმ-ს დაპატიმრებული ლიდერის მხარდამჭერი აქცია გენერალურ პროკურატურასთან.














კომენტარები