• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადაუხადა მათ, რითაც მოისყიდა და გააჩუმა” – რომან.გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
02:09 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

ყოფილი პარლამენტარი, რომან.გოცირიძე;

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადაუხადა მათ, რითაც ფაქტობრივად მოისყიდა და გააჩუმა ისინი. ამ დღიდან შეწყდა მათი მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური და ძალადობრივი პოლიტიკის გაპროტესტება. ნაკრების რამდენიმე წევრმა “ოცნების” სამარცხვინო საარჩენო კლიპშიაც კი მიიღო მონაწილეობა, რითაც ხელი შეუწყო ნაკრებში ერთიანობის გრძნობის მოშლას და ფსიქოლოგიური სირთულეების წარმოშობას.

შექმნილ ვითარებაში ბრალი მიუძღვის “ოცნების” კლანს, პირადად ბიძინა ივანიშვილს, ლევან კობიაშვილს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ნაკრების ფრანგ მწვრთვნელს ვილი სანიოლს, რომლებიც “სპორტისა და პოლიტიკის” გამიჯვნის ლოზუნგით მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ფეხბურთელებზე. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა სამთავრობო, პრივილეგირებულ ბიზნესებში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სპორტსმენების ჩართვამ და მათი სახეების პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებამ. ხელისუფლებამ ფეხბურთელებს თავი დამცირებულად, გაყიდულებად და კონფორმისტებად აგრძნობინა.

გადაივლის ყველაფერი. ეს რუსული რეჟიმიც ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდება და ის წნეხიც მოიხსნება, რასაც ყველა, მათ შორის სპორტსმენები განიცდიან. ჩვენს გუნდს კი გამაგრებას და გამარჯვებებს ვუსურვებ. არასდროს დაგვავიწყდება ის უდიდესი სიხარული, რაც ქვეყანას მოუტანეთ. არა მხოლოდ სპორტული გამარჯვებებით შეაყვარეთ ხალხს თავი, არამედ თქვენი სილაღით, ადამიანურობით, თანამედროვეობით, პროგრესულობით, ევროპელობით და ქართველობით.

თქვენს გვერდით ვდგავართ. გვჯერა, რომ გამარჯვებები წინა გაქვთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved