• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი

ალია ავტორი - ალია
12:46 11-19-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

თიბისი კაპიტალი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას გლობალურ ჭრილში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების გავლენის შეფასების მიზნით დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიაზე. ამ მხრივ, გასულ წელს ვრცელი კვლევა მიეძღვნა აშშ-ის არჩევნების შედეგებს. დღევანდელი პუბლიკაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – ოქროს ფასების ზრდასა და აღნიშნული ოპტიმალური სტრუქტურისთვის მისი შესაძლო შედეგების ანალიზს ეთმობა. კვლევის მიზანია დემონსტრირება, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ტიპის გლობალური მოვლენებისგან – მოცემულ შემთხვევაში, ოქროს დინამიკისგან – პრაქტიკული დასკვნების გაკეთება და სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ინტეგრირება. ეს თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც უფრო მსხვილი, ასევე შედარებით მცირე ზომის ბიზნესებისთვის.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა კვლევა „სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში“. ამ მხრივ, საქართველოში არჩევანი უმეტესწილად ლარი/ევრო/დოლარით შემოიფარგლება. საყურადღებოა, რომ, ჩარჩოს მხოლოდ ბოლო საფეხურის – გაცვლითი კურსის წონასწორული მაჩვენებლების შეფასებისა და მათგან გადახრის – შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ბოლო ხუთ წელიწადში ძალზე მოცულობითი, 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

 

სწორედ ამ საფეხურის ფარგლებში არის გასათვალისწინებელი, თუ რას მიუთითებს ოქროს ფასის მიმდინარე დინამიკა ევრო-დოლარის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. მართალია, ფასების ბოლოდროინდელ ზრდაში მოკლევადიანი ფაქტორების წვლილის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ, როგორც იკვეთება, წამყვან როლს ისეთი სტრუქტურული ფაქტორები ასრულებს, როგორებიცაა ფისკალური პოლიტიკა, ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება, რისკიან და ურისკო აქტივებს შორის ტრადიციული უარყოფითი კავშირის ცვლილება. აღნიშნული ტენდენციები, საერთო ჯამში, აშშ დოლარისთვის ნეგატიურია; შესაბამისად – ევროსთვის პოზიტიური. უფრო დეტალურად არგუმენტები პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი, სადაც ცალ-ცალკეა განხილული ოქროზე მოქმედი ყველა ძირითადი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფაქტორი, შესაბამის დასკვნებთან ერთად, მათ შორის, თიბისი კაპიტალის საკუთარ რაოდენობრივ მოდელზე დაყრდნობით.

 

რას ნიშნავს ეს ყოველივე პრაქტიკული თვალსაზრისით? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, საბაზო სცენარი ევროს დამატებით გამყარებაა, ხოლო აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში სუსტი რჩება, რაც უკვე დოლარში მეტი სესხების მხარდამჭერი ფაქტორია. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ოქროს ფასების მიმდინარე ტენდენციისა და მისი ძირითადი მიზეზების ანალიზი იძლევა. მთლიანობაში, ჩვენი განახლებული რეკომენდაცია აშშ დოლარში შედარებით მეტი ვალდებულების აღებაა, ვიდრე ადრე. ამასთან, ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს.

 

რაც შეეხება ლარს, თიბისი კაპიტალის შეფასებით, წამყვანი კომპონენტი, შედარებით მოკლევადიან პერიოდში მაინც, კვლავ დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკაა. საშუალოვადიან პერსპექტივაში, აშშ დოლარის სისუსტე, რასაკვირველია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა მისი გამყარების ალბათობას ზრდის, მათ შორის პოტენციურად ინფლაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისიდან, რაც ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში ასევე გასათვალისწინებელია. კერძოდ, რისკის აპეტიტის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარების მომატებული ალბათობის ფონზე, შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში შედარებით მეტი სესხება იყოს ოპტიმალური.

 

და ბოლოს, რა შეგვიძლია ვთქვათ უზბეკურ სუმზე? ოქროს ფასის ზრდამ და დოლარის გლობალურმა სისუსტემ სუმის ბოლოდროინდელ გამყარებაში, რა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანა, თუმცა არანაკლები გავლენა – თუ უფრო დიდი არა – იქონია სტრუქტურულმა ფაქტორებმაც, როგორებიცაა ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შენელება, ოქროს გამორიცხვით საგარეო ბალანსისა და სავალუტო რეზერვების გაუმჯობესება, დაკრედიტების ნორმალიზება და საგარეო ინვესტიციების ზრდა. ამდენად, ოქროს ფასების შესაძლო შემცირების შემთხვევაშიც, ეს აუცილებლად სუმის გაუფასურებას არ მოიაზრებს. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ პროგნოზს, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება – შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007191-gold-rush-implications-for-the-geleurusd-strategy-and-the-uzs

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved