• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგს საჩივრით მიმართა

ალია ავტორი - ალია
11:54 11-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
695

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნეს.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ახალ საჩივარში საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით პატიმრობაზე, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ უკანონოდ იქნა გამოყენებული.

საია-ში ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა – ეს საქმე ამჯერად შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული უკანონოდ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისთვის სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ პოლიციამ, შემდგომ კი მის მიმართ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა – ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე, სტიკერის გაკვრის გამო, იერის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არცერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები, მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე, შემდგომ როგორც პირველი ინსტანტციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელის მიმართ გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და ერთ საქმეზე ის – 2 000 ლარით, მეორეზე კი – 1 000 ლარით დააჯარიმეს.

 

ეს ორივე საქმე და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით, სახეზეა კონვენციის უფლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია მეხუთე მუხლთან – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მეექვსე მუხლთან – სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება – კონვენციის მეათე და მეთერთმეტე მუხლი, ასევე, მეცამეტე მუხლი – სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება – მეხუთე მუხლთან ერთობლიობაში.

ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდაობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო”, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved