• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ყველაფერი მაგონებს პოლიტიკურ არჩევნებს, სცენარი იგივე, სტრატეგიებიც…” – რას წერს ადვოკატი მარი საბიაშვილი?

ალია ავტორი - ალია
21:47 11-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ადვოკატი მარი საბიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ წერს:

,,ვაკვირდები წინასაარჩევნო კამპანიას..

კარს მოგვადგა არჩევნები, ამჯერად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის.

ღიად ვიმეორებ, რაც ისედაც არაერთხელ დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერ ირაკლი ყანდაშვილს .

ბოლო პერიოდში ვხედავ ოპონენტთა გუნდის აქტიურ კამპანიას.
სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მაგონებს პოლიტიკურ არჩევნებს, სცენარი იგივე, სტრატეგიებიც.

პატივს ვცემ ოპონენტებს..ყველა კარგი ადვოკატია და მათ წარმატებას ვუსურვებ…but..

ამ პერიოდში რასაც დავაკვირდი, გიზიარებთ ჩემს მცირე ანალიზს:

პირველ რიგში, აქცენტი კეთდება ცნობად და პოპულარულ ადვოკატებზე, რაც მარტივად ახსნადია ჩემთვის..ასეთი ადვოკატები, აუდიტორიის, ელექტორატის მობილიზებაში ეხმარებიან, თუმცა ეს კანდიდატის სისუსტეზე უფრო მიანიშნებს (არა პროფესიული თვალსაზრისით ცხადია)..
როცა კანდიდატს არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, იყენებს ცნობად პიროვნებებს, რათა მხარდაჭერა შეიძინოს.. გარდა ამისა, საზოგადოებაში ქმნიან აღქმას, რომ „აი, რა კარგი ტიპები უჭერენ მხარს“. (ზუსტად ისე, როგორც პოლიტიკურ კამპანიებში მოხდა))).. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს..
ბორდში დასახელებული რამოდენიმე წევრი, ადრეც იყრიდა კენჭს საბჭოში, თუმცა ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ახლა ვერ მოიპოვებს, პირიქით, ვფიქრობ, რამოდენიმე შეიძლება გავიდეს..

მეორე.. ყველა მათი ბორდის წევრის სტატუსში ამოვიკითხე, რომ გვპირდებიან სიახლეებს, ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია, მაგრამ კონკრეტულად ვერავისთან ამოვიკითხე, ამაში რას გულისხმობენ, მხოლოდ ახალ სახეებს თუ… საერთოდ რა გეგმა აქვთ..
ყანდაშვილის გვერდზე პირდაპირ წერია, კონკრეტულად რაზე აპირებს მუშაობას, საწყის ეტაპზე.. ანუ საკითხებია კონკრეტულად გაწერილი..

მესამე .. რაც ასევე არაერთხელ დავაფიქსირე, თუ რატომ არის პირადად ჩემთვის მიუღებელი ოპონენტი. იმიტომ, რომ ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულია. მის საჯარო გამოსვლებსაც ვაკვირდები და მისი პოლიტიკური პოზიციაც ვიცი. კიდევ იცით რას დავაკვირდი?  მისი გუნდის წევრებიც და მხარდამჭერებიც, პოლიტიკურ კონტექსტს ატარებენ… პირდაპირ თუ ირიბად, ასეა..

ამიტომ, მგონია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადვოკატების ხმებს სწორედ ის წაიღებს, მათ შორის, NGO სექტორისას (აგერ მე და აგერ თქვენ)..
ნუ.. ეს განწყობები და მიდგომები, არ იქნება ასოციაციისთვის სასარგებლო..

კიდევ რაში ვერ დავრწმუნდი იცით?რომ სხვისი ბორდის წევრები, ყანდაშვილისას სჯობს… აქვთ უკეთესი გამოცდილება, პრაქტიკა ან ცოდნა.. უბრალოდ, ზოგი მეტად იპიარებს თავს, ზოგიც ნაკლებად. ესაა და ეს.
ისე, ხანდახან როგორც ქუხს, ისე არ წვიმს ხოლმე…

რაც შეეხება თავად კანდიდატებს:- ყანდაშვილის დიპლომატია, თავმდაბლობა და პროფესიონალიზმი (რაც არ აკლია, თუმცა ჩემთვის პირველი ორი, მეტად პრიორიტეტულია) რომელიმე კანდიდატთან შეუდარებელია.. sorry… მომიტევეთ..

რაც შეეხება ასათიანთან მის მეგობრობას.. ამაზე ბევრი აპელირებს..

მიუხედავად ჩემი პრეტენზიებისა ასათიანის მიმართ (რაც არ დამიმალავს), ყანდაშვილი ჩემთვის სხვა კატეგორიაა.. ასათიანმა ბევრი რამ ნამდვილად გააკეთა საერთაშორისო დონეზე, თუმცა შიდა დონეზე მეტს ველოდი… ვაღიარებ (რომც ეწყინოს). აი, ყანდაშვილის შემთხვევაში, რასაც ველი ის იქნება.. ამაში დარწმუნებული ვარ..

რაც მთავარია:-
ზუსტად ვიცი, მომეცემა საშუალება, ვიმუშაო ბავშვთა უფლებების საკითხზე და ბევრი რამ დავალაგოთ ასოციაციის პლატფორმით ( ეს მხოლოდ ჩემი თავისტკივილი და დამატებითი შრომა იქნება, მეტი არაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანი და საჭიროა)..

ამასთან, შევძლებ შეხვედრების ჩატარებას ადვოკატებთან და გული მიგრძნობს, კიდევ უფრო მეტს წავიყვან თავდაცვის მოხალისედ …
არა ბიჭოს… მე ჩემი მიზნები მაქვს:- გავაძლიეროთ თავდაცვა

და ბოლოს

პოლიტიკური არჩევნების მაგალითზე, მეტ ანალიზს გირჩევდით, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ ამომრჩევლები.. უცბად სხვა რეალობის წინაშე არ აღმოჩნდეთ

“ძლიერი, ყვირილს არ საჭიროებს”

ნუ მიწყენთ ამ პოსტს..
აქვე, არ ველი, რომ პოსტს ბევრი დაალაიქებს.. ყველა მარისნაირი გაბედული როდია, თუმცა, ბევრი რომ წაიკითხავს და გულში დამეთანხმება,
I know..“

თეგები: ირაკლი ყანდაშვილიმარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved