• რეკლამა
  • კონტაქტი
10:42, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

ალია ავტორი - ალია
11:38 11-12-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.

თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები  ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენoებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული.

სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას  მისია, როდესაც 2018 წელს  ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა.

კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით  სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომმეორეული სამოსითვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არამხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისმქონე ადამიანების არჩევანია.  მეგობარმა, ქალაქშიცნობილმა  გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდისსახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”.

 

„ჩვენ მწვანე მომავლისკენ ,,ვუბერავთ’’. ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ.  ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,– გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია ,,ვინტილატორის’’ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი.

2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ  ,,ვინტილატორის’’ სოციალურ  ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ  ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზე კეთდება.

ტანსაცმლის წარმოება ერთ–ერთი ყველაზედამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მასსჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები დაქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფიმოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება.

„მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,– გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის  მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს.

 

პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა,  მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში.

 

 

მალე ,,ვინტილატორის’’ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და  სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან.

 

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved