• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე თვე გადაიკვეთა ამჟამინდელი ძალაუფლების მფლობელთან” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
20:12 11-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,637

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ,,ქართული ოცნების” წევრის, მაია ბითაძის განცადებას, რომ მას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში მუშაობისას ,,ნახირივით მიგვერეკებოდნენ” მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზეო, ასე ეხმაურება:

,,არ მიყვარს ხოლმე პერსონალიებამდე დასვლა, ზოგადი ფენომენ(ებ)ის გააზრებაა ჩემი საქმე, მაგრამ “ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა რომ თქვა, სააკაშვილის დროს ნახირივით გვერეკებოდნენ თავიანთ ღონისძიებაზეო, ამას ხომ საკუთარ ფეხებში ცელის გამოსმას ეძახიან. კი, შეიძლება მჯეროდეს რომ ასე იყო და თავად ამბავში არ შევალ დავაში, რადგან პოსტსაბჭოურ საქართველოში ხელისუფლებები სხვაგვარად დღემდე არ მოქცეულან და არ იქცევიან, სხვაგვარი რომ იყოს ხელისუფლების ქცევა, მაშინ პოლიტიკური შინაარსი ხელისუფლებების უნდა იყოს სხვაგვარი და არა პოსტსაბჭოური, რომლისგან განსხვავებული ფორმაცია ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ გვქონია.

თემა ისაა, რომ მაგალითად, მე იგივეზე ვერ დავდებდი ბრალს ვერცერთ ხელისუფლებას, რადგან არ შევდიოდი ზედმეტ სარგებელში არც მაშინდელ ხელისუფლებასთან, არც მის წინანდელთან და არც ამჟამინდელთან, ჩემი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე თვე გადაიკვეთა ამჟამინდელი ძალაუფლების მფლობელთან და ისიც დროულადვე ჩამოვიტოვე უკან, მსგავსი იძულების საჭიროება რომ არ გამჩენოდა, რაც ძნელია და წლების განმავლობაში არასასურველს გხდის, შესაბამისად ფარულად თუ ღიად დევნის ობიექტს, მაგრამ მაინც არჩევანია, რას მიჰყვები და რაზე ამბობ უარს.

როდესაც დეპუტატი ამბობს, რომ ის მართვადია, რომ კერძო ინტერესის გამო, ის მიჰყვებოდა მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნას და კონფორმისტულად იტანდა უსამართლობას, რადგან ასე აწყობდა, რითი ვართ დაზღვეული, რომ ამჟამადაც მსგავს მოცემულობაში არაა? რომ მისი და მსგავსი გამოსვლების სრული უმეტესობა იმ რეალობას არ გამოხატავს დღესაც, რასაც ასე აგრესიულად იხსენებს?

პოლიტიკური პირი რომ ხარ და ამტკიცებ, ამჟამინდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ყველაზე საუკეთესოს წარმოვადგენო, მსგავსი მიდგომით თუ მოგონებით რას აჩვენებ? რას ამტკიცებ? – ამტკიცებ იმას, რომ პოლიტიკოსი კი არა, საჭიროებაზე ორიენტირებული აქცეპტორი ხარ და ვინც გესახება დონორად, მისგან “იტაცებ” შენთვის სასურველს.

ეს ამბავი პრეცენდენტული კი არა, განზოგადებული ფენომენია სინამდვილეში, ბოლო ათწლეულების საქართველოს პოლიტიკური სივრცის წარმმართველი და მამოდიფიცირებელი ფენომენი, იმის დასტურიც, რომ დღევანდელ საქართველოში საბჭოთა კავშირი წარსული კი არა, თითქმის მუდმივად აწმყოა და ის ხსნის, რატომ იქცევიან პოლიტიკური სუბიექტები ისე წლების განმავლობაში, როგორც იქცევიან. სინამდვილეში ხომ პირობითად “ბითაძის” ქეისი ბევრად უფრო საყოველთაოა, ვიდრე მხოლოდ თავისი. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ველი. მსგავსი წარსულით, მსგავსი აწმყოთი და მსგავსი პერსპექტივით.“

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved