საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ციხეში 5-წლიანი სასჯელის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ გაათავისუფლებენ.
სარკოზის გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
ამის სანაცვლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დაექვემდებარება მკაცრ სასამართლო ზედამხედველობას და აეკრძალება საფრანგეთის დატოვება.
მოსალოდნელია, რომ იგი საპატიმროს დღეს საღამოსვე დატოვებს.














კომენტარები