• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

ალია ავტორი - ალია
20:52 11-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

მანქანის ქირაობაზე ბლოგი არაერთხელ მქონია, მოგიყევით რა შემთხვევაში როგორი მანქანა უნდა იქირაოთ, ან როგორ უნდა იქირაოთ მანქანა ისე, რომ არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. დღეს სრულიად განსხვავებულ თემაზე უნდა გესაუბროთ და დღევანდელი ბლოგის თემაა – დაბადების დღე მანქანაში, სადღესასწაულო წვეულება მანქანაში. 

დაუვიწყარი, ორიგინალური დაბადების დღე ბოლოს როდის გქონდათ? მე 3 წლის რომ ვიყავი, იმიტომ რომ სამსართულიანი ტორტი მაშინ პირველად ვნახე და მეგონა ეს იყო სასწაულების მწვერვალი, რაც წამოვიზარდე, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მიკვირს, ალბათ, პროფესიული დეგრადაციაა. 

თავისუფლება, კომფორტი და მოგონებები – ესაა, რასაც მანქანაში დღესასწაულის აღნიშვნა გაძლევს, მხოლოდ დაბადების დღე რატომ, ვისაც ახალ წელს სახლში შეხვედრა არ სურს, უკეთეს თავგადასავალს მეგობრებთან ერთად სად და როგორ მოიწყობს? 

როგორ ავარჩიოთ მანქანა?

უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე კრიტერიუმი:

კომფორტი – კომფორტი რთული გასაგები სულაც არაა ამ შემთხვვაში, კომფორტულად უნდა ისხდეთ, კომფორტულად უნდა გადაადგილდებოდეთ და მუსიკისთვის უნდა გქონდეთ კომფორტული საშუალება. დანარჩენი გემოვნების ამბავია, ძირითადი ეს კრიტერიუმებია.

სივრცე – კარგად უნდა ეტეოდეთ. თუ არ ეტევით მოხერხებულად – მაშინ ორი უნდა იქირაოთ, ან სამი, გააჩნია რამდენი იპოვეთ თქვენნაირი თავზეხელაღებული. მოკლედ, მანქანა უნდა იყოს იმხელა, რომ ყველა ჩაეტიოს. ძალიან კარგი აზრია, მინივენის დაქირავებაც. 

დაზღვევა – თითქმის ყველა მანქანა, რომელიც ქირავდება დაზღვეულია, თუმცა, სჯობს მაინც დააკონკრეტოთ. 

მანქანის ტიპი – თუ ფიქრობთ, რომ მთისკენაც გადაუხვევთ, მაშინ ჯიპი სჯობს, თუ ქალაქებს, ავტობანებს, ანუ, ასფალტს არ უნდა გასცდეთ – სედანი. 

რაც მთავარია – უფრო სწორედ, უმთავრესი – ეს არის მძღოლი, ფხიზელი ადამიანი, ვინც კარგად მართავს. აუცილებლად იქნება სამეგობროში ვინმე ვინც იტყვის რომ კარგად ატარებს ნასვამიც მანქანას, გვჯერა, კი, რომ კარგად ატარებს, ისევე, როგორც დადასტურებულად ფაქტია, რომ როგორც წესი, ავარიას ის აკეთებს, ვინც მანქანას ატარებს, ვინც არ ატარებს, ის ისედაც არ ჯდება საჭესთან. ამიტომ, თუ გყავთ ადამიანი, რომელიც კარგადაც ატარებს და თან არც ალკოჰოლის მიღებას ფიქრობს, ხომ კარგი, თუ არადა, მძღოლიც უნდა დაიქირაოთ. 

დეკორაცია და აღჭურვილობა

გააჩნია რა უნდა აღნიშნოთ, თუ დაბადების დღე, იყოს ფერადი, სასურველია იმ ფერებში, რომელიც იუბილარს უყვარს, საყვარელი ლედ სანათები, ბანერები, სუვენირევი და წვრილმანი ატრიბუტები მხიარულ გარემოს შექმნის. ბუშტები მოარიდეთ მძღოლის მხარეს, მარტივად, ერთ ნიავზეც კი შეიძლება გასხლტეს, როგორი კარგად დამაგრებულიც იყოს და სწორედ გზის სავალი ნაწილის დანახვაში შეუშალოს მძღოლს ხელი. ბუშტები გამოიყენეთ სხვა ნაწილებში, იდეალურია საბარგულთან, ან საბარგულში.

წაიღეთ პლედები პიკნიკისთვის, მუსიკისთვის პორტატული მოწყობილობა, ტელეფონების დასატენი მოწყობილობები, საკვებისა და სასმელების ყუთი, წინასწარ დაგეგმეთ რამდენიმე სახალისო თამაში, რომელსაც ღია სივრცეში ითამაშებთ და წაიღეთ ბევრი ერთჯერადი ჭიქა, სამჯერ მეტი, რადგან როდის ვის რისი დალევა მოუნდება, როდის ვისი ჭიქა დაიკარგება, არ იცით. 

მარშრუტის დაგეგმვა

გამოიყენეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტი – მაგალითად, კახეთში, სვანეთში, მთიულეთში, რაჭაში გამზადებული გხვდება ულამაზესი ხედები, არ გჭირდება ფოტოებისთვის სხვადასხვა ტრიუკების დადგმა, არც სელფისთვის ადგილის მოძებნა – ყველგან ყველაფერი გადასაღებია აქ. 

ისტორიული და კულტურული ძეგლები – მაგალითად, თბილისთან ახლოს, დაახლოებით 30 კილომეტრში, დიდგორია, სრულიად მოწყვეტილი ცივილიზაციას, რამდენიმე ძეგლით და ათასობით ულამაზესი ხედით. თან გზაც კარგია, სედანიც გაივლის. გაითვალისიწინეთ, რომ რამდენიმე გრადუსით ნაკლებია ტემპერატურა თბილისზე და საკმაოდ ცივა ხოლმე. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ პრაქტიკულად, უმეტესად იქ ველური ბუნებაა და ღამე შუქის გარეშე, ან მარტო არ გადაადგილდეთ. გადაადგილდით წყვილად და სასურველია სანათით. 

გაჩერებები – დაგეგმეთ გაჩერებები წინასწარ შერჩეულ ლამაზ ადგილებში, მაგალითად, ვაჟა ფშაველას სოფლისკენ თუ აიღებთ გეზს, გზად არაერთხელ უნდა გაჩერდეთ, სხვაგვარად, ჩათვალეთ ეს გზა არ გაგივლიათ. 

დაიმახსოვრეთ – ყურადღება მიაქციეთ, რომ მძღოლი იცავს სიჩქარის შეზღუდვებს, ზოგადად საგზაო წესებს და რომ არაა ჩართული აქტივობებში, რომლებიც საჭესთან ყურადღებას გაუფანტავს. ისიც წინასწარ გათვალეთ, დეკორაციები ხომ ისეა მანქანაზე განთავსებული, რომ მძღოლს ხედვაში არ აფერხებს?

ზემოთ ვთქვი, რომ მანქანაში დღესასწაულის აღნიშვნას სამი დადებითი აქვს – თავისუფლება, კომფორტი და მოგონებები – ხოდა, მოგატყუეთ, ეს უნიკალური გამოცდილებაა და გარდა იმ სამისა, კიდევ აერთიანებს მოგზაურობას, ბუნებას, მეგობრებს. რაც ყველაზე მთავარია, ასობით საუკეთესო ფოტოს და ვიდეოს, რომელიც შემდეგ დაუვიწყარი მოგონებაა.  

გასართობი აქტივობები

კარაოკე – მანქანისთვის იდეალური გასართობია, კარაოკესთვის სიმღერები წინასწარ შეარჩიეთ, რათა ყველა წამომსვლელმა კარგად ისიამოვნოს, არა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას თავისი საყვარელი სიმღერა უნდა გაუმზადოთ, თუ კარგად იმღერებს, ეს სულაც არ იქნება სახალისო, სახალისო ის იქნება, სწორედ იმ ჟანრის და იმ სიმღერის შესრულება რომ მოუწევს, რომელსაც არასოდეს და კიდევ ერთხელ არასოდეს იმღერებდა. 

ტორტი – მაშინაც კი, თუ ბუნებაში არ გეგმავთ ვახშამს და მანქანაშივე მიირთვით ბუტერბროტები, ტორტზე სანთლის ჩასაქრობად უნდა გაჩერდეთ – იდეალურ ფოტოებს გადაიღებთ. თუ იფიქრებთ, რომ მთლიანი ტორტის წაღება და გარეთ დაჭრა მოუხერხებელია, ტორტის ნაჭრები ერთჯერად, დიდ, ფერად ჭიქებში ჩაალაგეთ, ერთჯერადი კოვზებიც წაიღეთ და მარტივად, დაუსვრელად მოგვარდება ტორტის დაჭრის და მირთმევის ისტორიაც. ტორტის ჭიქების „მიჭახუნება“ და ფოტოს გადაღება არ დაგავიწყდეთ.

შესაძლოა, თავიდან იფიქრეთ, რომ გიჟური იდეაა, იმედია, ახლა ჩაფიქრდით, ხოდა, სანამ ჩაფიქრებული ხართ, იმასაც გკითხავთ, განა რომელი რესტორანი არ გინახავთ? რომელ კლუბში შეიძლება დაგვხდეთ რაღაც ასეთი განსხვავებული? თან თუ სწორად დაგეგმავთ, ბევრად ბიუჯეტურია ნებისმიერ რესტორანსა და კლუბზე. 

მაგალითად, თუ ეს საახალწლო წვეულება იქნებოდა, ჩემს ქალაქთან ახლოს, კიდევ რამდენიმე ქალაქს დავგეგმავდი, რამდენიმე ნაძვის ხესთან ვიცეკვებდი მეგობრებთან ერთად, კარაოკეც ჩვენი გვექნებოდა და მუსიკაც, საცივში თავის ჩაყოფას ხომ მერეც მოვასწრებთ, საქართველოში ხომ ლამის 20 დღიანი ახალი წელია, 19 იანვრამდე ხომ ნაღვლის ბუშტი, კუჭი, ღვიძლი და თირკმელი ისედაც სტრესშია, არც „ოლივიეს“ წამართმევდა ვინმე. ერთადერთი, რაც შეიძლება გამოვტოვო ესაა – მოგონებებია.

მანქანა ქირით სად გელოდებათ, ხომ იცით უკვე? საიტი, სადაც, არაერთი განცხადებაა, გვერდი, სადაც ათობით სხვადასხვანაირი მანქანა ქირით, ხომ უკვე გითხარით? კატალოგი, სადაც, ყველა დიდ ქალაქში შეიძლება მანქანა ქირით იპოვნო, შენახული ხომ გაქვთ? – თუ არა, მაშინ ახლავე შეინახეთ, შენახვის საუკეთესო გზაა, ადგილი მიუჩინოთ ისე, ნებისმიერ, საჭირო დროს რომ იპოვნოთ, ანუ – ჩათებშია, იქ, სადაც ერთი ხელის გაწვდენით იპოვნით და ან ისევ უკან გამოგიგზავნით რომელიმე. 

და თუ ამწამს ახალი ბიზნესის დაწყება მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ, სრული სერვისით მოემსახუროთ მათ, ვისაც სადღესასწაულო წვეულების მოწყობა მანქანაში სურს, ანუ, დეკორაციაც თავად გქონდეთ და ყველა საჭირო ნაკრები, ნებისმიერი სტილის წვეულებისთვის – დაგჭირდებათ ადგილი სადაც თქვენს განცხადებას განათავსებთ. სხვაგან სად შეიძლება, აბა, მსგავსი ტიპის კატალოგი იპოვნოთ თქვენი განცხადებისთვის? პირველივე კლიენტებს სთხოვეთ, კომენტარი დაგიწეროთ, საკუთარი პირადი გამოცდილებით, ეს თქვენთვის რეკომენდაცია იქნება შემდგომი კლიენტისთვის. მთავარით დაიწყეთ – მანქანა დააზღვიეთ, ტექნიკურად მაქსიმალურად გამართეთ და შემდეგომ მიხედეთ დეტალებს, რომლებიც აუცილებელია ამ ბიზნესისთვის. სხვათა შორის, საქართველოსთვის საკმაოდ უცხო ბიზნესია და ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელი, ამიტომ ამ შანსის გამოყენება, ალბათ, გონივრული იენება. კი, ქირაობენ ხოლმე ლიმუზინებს, მაგრამ უმეტესად, მხოლოდ წვეულებამდე მისასვლელად, თან ლიმუზინს, კლასიკურად, თავისი დრესკოდი აქვს, ჩაცმის კუთხით და სულ სხვა ტიპის ბიზნესია.

კი, მესმის, მთვარეზე და კოსმოსშიც მოგინდათ, ახლა იქნებ, ან ვეტმფრეში დაბადების დღის აღნიშვნა, გემზე ისედაც უკვე იყო, ახალი არაა, მაგრამ ჯერ იყოს მანქანაში და მოვა დრო, მთვარეზე მაგიდის გაქირავების ბიზნესიც წამოგვეწევა, ან კოსმოსური ხომალდის ქირაობა დღიურად. 

(R)

თეგები: მანქანამანქანა ქირითმანქანის ქირაობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved