• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
15:58 11-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია “სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით” ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი “აზიის განვითარების ბანკი” იყო.

ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობს შესაბამისობის სტანდარტების დაცვას, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხო და გამჭვირვალე განხორციელებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის, მსხვილი გერმანული და ავსტრიული ბანკები – Commerzbank, Raiffeisen Bank International, Oddo BHF, LBBW; კონფერენციას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მსხვილი იმპორტიორები და ექსპორტიორები რეგიონის ქვეყნებიდან.

კონფერენცია სხვადასხვა ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ექსპერტთა პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს.

“თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას – ეს ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ კომპანიებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო რეგულაციებსა და შესაბამისობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სანდო და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კერძო სექტორს, მიიღოს უახლესი ინფორმაცია წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან, რაც გააძლიერებს მათ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზე”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„Raiffeisen Bank International-ში გვჯერა, რომ ნდობა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა საბანკო სექტორში გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ რეგიონული კონფერენცია სწორედ საქართველოში გაიმართა – პროგრესულ ქვეყანაში, რომელიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინი გვაქვს”, – კრისტიან ნოლი, Raiffeisen Bank International-ის საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგის ინსტიტუციური კლიენტების მიმართულება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved