• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღევანდელ რექტორთა საბჭოზე რაც ითქვა, უნივერსიტეტების გამოშიგნვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეფორმას” – ნინო დობორჯგინიძე

ალია ავტორი - ალია
21:07 11-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,423

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე:

დღევანდელ რექტორთა საბჭოზე რაც ითქვა, უნივერსიტეტების გამოშიგნვას უფრო ჰგავს, ვიდრე რეფორმას.

დაგეგმილია, რომ დაანონსებული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყოს 2026 წლის თებერვლამდე – თებერვალში უკვე უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა პროგრამები უნივერსიტეტებში.
ამ ცვლილებებით:
ა) სახელმწიფო  უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილები, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება  სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, სხვა პროგრამების განხორციელების უფლება არ ექნებათ. ეს ეწინააღმდეგება ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
ბ) საბაკალავრო პროგრამები, გარდა გამონაკლისისა, გახდება სამწლიანი. რომელი იქნება გამონაკლისი, ჯერ არ ვიცით, თებერვლამდე უნდა დადგინდეს.
გ) სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფოს მიერ მონიჭებული პროფილებისა და დადგენილი კვოტის ფარგლებში შეგვეძლება გვქონდეს როგორც ერთწლიანი (პროფესიული), ასევე ორწლიანი (აკადემიური) პროგრამები.
დ) სახელმწიფო უნივერსიტეტებს, გარდა გამონაკლისისა, აღარ ექნებათ უფლება, ჰყავდეთ უცხოელი სტუდენტები. ოღონდ ამ გამონაკლისებში არ შევა მედიცინა. ესეც არაკონსტიტუციურია.
ვის და როგორ შეეხება ამ პირველი ეტაპის ცვლილებები:
1) საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო მათთვის (იხ. 2026 წლის პროგრამების და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი https://naec.ge/#/ge/post/3463) და ისინი ამის მიხედვით ემზადებიან ჩასაბარებლად. ამასთანავე, მკვეთრად შემცირდება ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2) სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მოწვეულების დატვირთვა, შესაბამისად, ანაზღაურება შემცირდება. უდაოა, რომ ჯერ შემცირდება პროფესორ-მასწავლებელთა და მოწვეულთა ანაზღაურება და მერე მათი რაოდენობაც.
3) სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს გამოიწვევს ქაოსს, მაგ. დეკემბრის ბოლოს როგორ უნდა დავგეგმოთ უნივერსიტეტებმა ბიუჯეტი და განვსაზღვროთ ფინანსური მოლოდინები? რის მიხედვით? თებერვალში რომ გვეტყვიან, როგორ გადაწყვეტეს ჩვენ გარეშე პროფილების, მისაღები რაოდენობის და საფეხურებზე ხანგძლივობის საკითხი?  ბიუჯეტის და ფინანსური მოლოდინების განსაზღვრა დამოკიდებულია სტუდენტების საგრანტო დაფინანსების ოდენობაზე. ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ იცვლება საგრანტო დაფინანსება.
4) როგორ განვსაზღვროთ კვლევის ბიუჯეტი? ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტი აფინანსებს მის მიერ დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტებს, და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ – კვლევის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს. ნოემბრის ბოლოს უნდა დაიგეგმოს და დეკემბრის ბოლოს დამტკიცდეს.
5) თუკი  უნივერსიტეტს სახელმწიფო რეგულაციით აეკრძალება კონკრეტული პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო სტუდენტების მიღება კონკრეტული მიმართულებით, ეს რანაირად არ არის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის შეზღუდვა. მით უმეტეს, თბილისში არც ერთ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ, ტექნიკური, ილიაუნი) საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა არ აღწევს 5%-ს.
არსად, მთელ მსოფლიოში,  არ არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების და პროგრამების სრულად შეზღუდვის ანალოგი. ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ განსაზღვრავს გონივრულ პროპორციებს, მაგრამ სრულად შეზღუდვის მაგალითი არ მოიძებნება”, – წერს დობორჯგინიძე. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცადა,  რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved