• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის” – თაკო ჩარკვიანი “გეკას” უწყებას ტყუილში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
13:51 11-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,463

თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს.

გეკა გელაძის უწყების მტკიცებით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.

დაკავებულის მამიდა, პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, ამტკიცებს, რომ  გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ჯეკო ჩარკვიანის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ბიძამისის საცხოვრებელი სახლიდან საბრძოლო მასალები არავის ამოუღია.

“ძალადობა რომ ჩაიდინეს ეს ცალსახაა, დავგმე. თვითონ პროვოკაცია რომ იყო ამას ნახავთ – მიზანიმართული პროვოკაციაა. 

სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის,  ბიძამისთან შევარდნენ, იარაღი ამოღებული არ არის. სარდაფებში – იარაღები არ არის. ახლა გვეუბნებიან, რომ კი, იარაღი ამოვიღეთ, მაგრამ სადარბაზოში იდო. მაპატიეთ, ჯაკო კერძო სახლში არ ცხოვრობს?! ჯაკო 9 სართულიან კორპუსში ცხოვრობს…”- თქვა მან ტვ პირველთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.

2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved