• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირისკენ, ვიდრე პირობები დრამატულად არ შეიცვლება, კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება – კაია კალასი

ალია ავტორი - ალია
18:37 11-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

პერსპექტივა არაერთგავროვანია სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და თურქეთისთვის და უარყოფითია საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება

„ევროკავშირის გაფართოება არის პოლიტიკური პრიორიტეტი ამ კომისიისთვის და ასევე გახლავთ გეოპოლიტიკური ინვესტიცია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ და გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გაფართოების საჭიროება ცხადი გახადა. ევროკავშირი არის აუცილებელი თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ ძლიერი მოთამაშეები მსოფლიო ასპარეზზე. ევროკავშირის გაფართოების შანსები ხშირად არ ჩნდება და შესაძლებლობების ფანჯარების ხშირად არ იხსნება. ეს ფანჯარა ახლა ღიაა და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. ამასთან, ჩვენ არ დავამოკლებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ევროკავშირში გაწევრიანება რჩება სამართლიან, რთულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად. ახალი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის ახლა რეალისტური მიზანია.

შეფასება დიდწილად პოზიტიურია ალბანეთისთვის, მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. პერსპექტივა არაერთგავროვანია სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, კოსოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის და თურქეთისთვის და უარყოფითია – საქართველოსთვის. მონტენეგრო ყველაზე წინ წაწეულია ევროკავშირში გაფართოების პროცესში. ალბანეთს უპრეცედენტო იმპულსი აქვს და ეს ორივე ქვეყანა წარმოადგენს მოწინავე სახელმწიფოების ევროკავშირის გაწევრიანების კუთხით. უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობა შეიძლება იყოს მთავარი უსაფრთხოების გარანტია. არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არასდროს გაუტარებია ასეთი სწრაფი რეფორმები ომის მიმდინარეობისას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა. ეს აჩვენებს უკრაინის გასაოცარ ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.

მოლდოვაში ოქტომბერში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა რომ ქვეყანამ უთხრა მკაფიო დიახ ევროპულ მომავალს და ქვეყანამ გააგრძელა გადამწყვეტი რეფორმების გატარება. სერბეთსა და კოსოვოში ვნახეთ პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც გააჩერა პროცესი. ბოსნია და ჰეცეგოვინაში, სერბთა რესპუბლიკაში განვითარებულმა მოვლენებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს.

ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ არ გაუტარებია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირისკენ, ვიდრე პირობების დრამატულად არ შეიცვლება. ახლა საქართველო კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება.

თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ საერთო ინტერესის მქონე ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ დემოკრატიული სტანდარტების გაუარესება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებულმა საკითხებმა, დე ფაქტოდ გაყინეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2018 წლიდან“, – აღნიშნა კალასმა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება გრძელვადიანი ინვესტიციაა უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და ეკონომიკაში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ფართო გაგებით ევროკავშირის გაფართოების პროცესი არის ტექნიკური პროცესი, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე სკრინინიგი, მოლაპარაკებები ცალკეულ თავებზე და რეფორმების იმპელენტაცია. ეს არის არჩევანი, მაგალითისთვის, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა გახლავთ გაფართოების პროცესის ფუნდამენტური ნაწილი, რადგან ეს აჩვენებს კანდიდატი ქვეყნის არჩევანს, დაინახოს სამყაროს, ისე როგორ მას ჩვენ ვხედავთ და ჩვენთან ერთად მოახდინოს მისი ფორმირება.

კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის გამტკიცება და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა – ეხება, როგორც ეროვნულ და ევროპულ უსაფრთხოებას, ასევე ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. უსაფრთხოება არის ყველას დღის წესრიგის პრიორიტეტი ამჟამად და სწორედ ამიტომ გავაღრმავებთ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაფართოების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან. ჩვენ ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივ ვალდებულებებს უკრაინასთან, დავამყარეთ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან. ვაპირებთ, ამ სფეროში დიალოგი წამოვიწყოთ მონტენეგროსთან.

უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ვთავაზობთ კანდიდატ ქვეყნებს. ეს მოიცავს ასევე ფინანსურ მხარდაჭერას და ინტეგრაციას საერთო ევროპულ ბაზარზე; გაფართოება არ ეხება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს. ევროკავშირიც უნდა იყოს მზად და ამის უზრუნველსაყოფად კომისია მუშაობს პოლიტიკების გადახედვაზე და რეფორმებზე, რათა ევროკავშირმა შეძლოს გაზრდა. ევროკავშირის გაფართოება ჩვენს საუკეთესო ინტერესებშია. ეს გახლავთ გრძელვადიანი ინვესტიცია უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და ეკონომიკაში. გაფართოების გზით ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკური ძალის გაზრდა“, – განაცხადა კალასმა.

თეგები: კაია კალასი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved