• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ეწერა საქართველოსთვის გაგზავნილ წერილში? – ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტება

ალია ავტორი - ალია
19:09 10-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
873

ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისგან წერილი მიიღო. მისი განმარტებით, წერილი სანქციების შესრულებას ეხება და მსგავსი წერილი ყველა ქვეყანამ მიიღო. წერილის შესახებ კითხვა ჰიპერს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა დაუსვა.

“ნამდვილად ვადასტურებთ, რომ საქართველოს მთავრობას წერილი გავუგზავნეთ. ეს ეხება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, არ დაეშვა ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ საკითხზე ყველა ქვეყანასთან გვქონდა კომუნიკაცია, რაც ჩვენი უფრო ფართო, გლობალური ჩართულობის ნაწილია.

საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს კვლავ ველით და მათ დამატებითი ქმედებებისკენ მოვუწოდებთ, რათა დავრწმუნდეთ რომ რუსეთი არ ცდილობს, გვერდი აუაროს სანქციებს, რომლებიც ეფექტურად მუშაობს და რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათ გვერდი აუაროს”. – თქვა ჰიპერმა.

მანამდე, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან მადლობის წერილი მიიღო, თუ რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა ქმედებას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

ფოტო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved