• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსულმა „ოცნებამ“ ფონიჭალაში არაბებს ვატიკანზე 12-ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა“ – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
14:35 10-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,728

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა:

 

„თბილისსა და ბათუმში ორი არაბული ანკლავი იქმნება. რუსულმა „ოცნებამ“ ფონიჭალაში არაბებს ვატიკანზე 12-ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. ივანიშვილის „ოცნება“ კრწანისის ტყე-პარკში 590 და გონიოში 260 ჰექტარ ტერიტორიას არაბებს გადასცემს. ეს პროექტი არის არაბების მასობრივი მიგრაციისთვის მწვანე შუქის ანთება რეკორდულად დაბალი შობადობის და ქართველების მზარდი ემიგრაციის ფონზე. კომპანიის დამფუძნებელმა თავად თქვა, რომ უძრავი ქონების 60%-ზე მეტი საერთაშორისო მყიდველებზეა გათვლილი. ყველას კარგად გვესმის, როდესაც 1 კვ.მ. ღირებულება 5000 – 12000 დოლარამდეა, მას მხოლოდ უცხოელები შეიძენენ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა მოგვიტანა რუსების მასობრივმა მიგრაციამ და არაბების მიგრაციაც იგივე საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქალაქებს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მასობრივმა მიგრაციამ მრავალმილიონიანი ქალაქების, პარიზისა და ლონდონის დემოგრაფია მკვეთრად შეცვალა და, ცხადია, ბევრად მძიმე შედეგს მოუტანს თბილისსა და ბათუმს. ამ პროექტის ძალიან საშიში კომპონენტია კრწანისის უნიკალური ტყე-პარკის განადგურება, რომელშიც არის ხუთი ტბა და ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი უნიკალური ეკოსისტემა, სადაც 100-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის უნიკალური ჯიშები.

ხელშეკრულების პირობები საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია, კომპანია შეირჩა და სახელმწიფო მიწა პროექტში ჩაიდო საჯარო მსჯელობის და კომპანიის შერჩევაში კონკურენციის და ტენდერის გამოცხადების გარეშე. ეს არის ბიძინას „არაბული აფერა“, რომელიც არის საშიში და შეიცავს უზარმაზარ კორუფციულ რისკებს. ლოგიკურია შეკითხვა: რა კავშირშია სახელმწიფო დეველოპმენტს ბიზნესთან? მით უმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის ყველა უმაღლესი მაღალჩინოსანი კორუფციაში იყო ჩაფლული და კორუფციული დანაშაული ყოფილმა პრემიერმაც კი აღიარა. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ – ივანიშვილის არაბულ აფიორასთან. ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება. ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს დანაშაულია. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან სრულ ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების შესახებ“

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved