ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დათაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.
ნინო დათაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს – ის საპატიმროს დღესვე დატოვებს.
“მე ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალე ადვოკატები მყავს, ვიცი რომ ჩემი უფლებებისთვის სწორს ამბობენ. ჩემი გადარჩენაა აქედან გაშვება დღეს. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არ გამოვიდა და მჭირდება ოპერაცია” – განაცხადა დათაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.














კომენტარები