ქვეყნის ერთ–ერთი რაიონში, 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით, 70 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. კაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი გოგოს წლების განმავლობაში ავიწროებდა და ამის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა. ბოლო ინციდენტი 4 დღის წინ მოხდა – რა დროსაც კაცმა არასრულწლოვანი გოგონა საკუთარ სახლში ჩაკეტა. საბოლოოდ, გოგონამ მომხდარი კლასელს გაუმხილა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ.














კომენტარები