• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩაში დგომას რა აზრი აქვს? – ეს კითხვა არაფრით განსხვავდება პაციენტის კითხვისგან – „ამ თეთრი პატარა აბების მიღებას რა აზრი აქვს?“ – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:08 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,106

“ფედერალისტების” ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ქუჩაში დგომას რა აზრი აქვს?
ესაა კითხვა, რომელიც არა მხოლოდ იმ ხალხისგან ისმის ვინც ქუჩაში არასოდეს მდგარა, არამედ მათგანაც, ვინც იდგა და აღარ დგას, იმიტომ რომ აზრს ვერ ხედავს.
ეს კითხვა არაფრით განსხვავდება ბაქტერიული ინფექციით დაავადებული პაციენტის კითხვისგან – „ამ თეთრი პატარა აბების მიღებას რა აზრი აქვს?“ – რავი ძმაო, ანტიბიოტიკია, შედის ორგანიზმში და ანადგურებს ბაქტერიას.
იგივეა პროტესტიც.
წარმოვიდგინოთ ივანიშვილი ბაქტერიად, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს ორგანიზმის განადგურება დაიწყო.
რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეების პროტესტი – ანტიბიოტიკად.
1. პროტესტმა შექმნა კრიზისი!
2. კრიზისმა გამოიწვია დასავლური სანქციები!
3. სანქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც ეჭვებით შეპყრობილი ბიძინას მდგომარეობა და გაუმყარა წარმოდგენა, რომ დასავლეთი ემტერება, და თუ მას ემტერები, „ქვა ქვაზე ნუ დარჩება“
4. პროტესტმა და სანქციებმა ერთად, გააჩინა ჭმუნვა ბიძინას უახლოესი გარემოცვის ყურმოჭრილ მონებში – ამდენი დააგროვეს და თუ დასავლეთში ვერ მოიხმარეს, ეგრე სადაა… ეჭვები დაეტყოთ, ეჭვები ღალატად ითარგმნა – თან მიეწყო ბაჩიაშვილი ისა, ესა – გაიგო ბაჩიაშვილი დასავლეთში კვერცხებს დებს, ლილუაშვილს გაექცა…
5. შესაბამისად, პროტესტმა და სანქციებმა ერთად გამოიწვიეს ის თავზარი რაც ახლა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის უკან მდგარ უზარმაზარ ბიზნეს ინფრასტრუქტურას ჩაეცა – სხვანაირად ვერც იქნებოდა – სადაც სასამართლო არ არსებობს და მოსამართლეც, მმართველიც, დამკვეთიც და ჩამბარებელიც ერთი კაცია, იქ ყველაფერი ამ კაცთან ლაგდება – პერსონალური კეთილგანწყობით, როცა ამ კეთილგანწყობას კარგავ, ყველაფერს კარგავ.
6. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის თავს რაც ხდება, ეს იწვევს რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიას რეჟიმის ლოიალისტებში – მთელი ეს წლები, ისინი დალაგებულები იყვნენ ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებთან და მათი „ატვეჩაით“ ჰქონდათ ისეთი პრაქტიკა, რაც ივანიშვილის სისტემაში ითვლებოდა ნორმად – დალაგებული იყო – ახლა დალაგებული აირია და რაც ნორმა იყო, დანაშაულია.
7. შიდაქოცური პროცესი ლეგიტიმურობის ეროზიას მათშიც იწვევს, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ ფავორიტ ყურმოჭრილ მონასთან ლაგდება – რა იცის რომ კობახიძეს, ან მდინარაძეს არ დასჯის ასეთივე სისასტიკით?
8. გაურკვევლობა სტრესის ყველაზე დიდი წყაროა – გაურკვევლობას, ადამიანს ურჩევნია რომ იცოდეს თუნდაც ძალიან მძიმე დიაგნოზი, იმიტომ რომ გაცხადებული მტრის პირისპირ, ადამიანი მეომარი ხდება და დამოკიდებულება ეცვლება – გაურკვევლობაში დაბნეულია და პანიკ ატაკები გაცილებით რთული სამართავია.
9. და აი ეს ყველაფერი, ხდება საქართველოს მოქალაქეების პროტესტის შედეგად და რაც მთავარია ამ პროტესტის გაუტეხელობის, თანმიმდევრულობის ფონზე… რეჟიმის ლოიალისტები ხედავენ, რომ რეჟიმი რომელიც მათ შიშის ზარს სცემს, რამდენიმე ასეულ ადამიანს ვერ ტეხს, ვერ ერევა…
(დღეს ღარიბაშვილი სასამართლოში რომ მივა იქვე ნათია ლეთოდიანის და თენგო კირთაძის პროცესებიც გაიმართება – უბრალოდ იმათ ტროტუარიდან ფეხის ჩამოდგმას ედავებიან).
პროტესტის უწყვეტობა (მშვიდობიანი, ნაკლებ ხარჯიანი) – დემოკრატიული, პროტესტისადმი სინქრონული პოლიტიკური/პარტიული ალტერნატივა, დემოკრატიული შინაარსით – და რეჟიმს წავაქცევთ.
რავი… ავხსენი ცოტა?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved