• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა ვიფიქროთ პროტესტის ფორმების ცვლილებაზე” – ბადრი გრიგალაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:28 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231
გირჩი–მეტი თავისუფლების ყოფილი წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
რუსთაველის პროტესტი დგას დაშვებაზე, რომ რეჟიმი სუსტია, აქციის უწყვეტობა მათ მხარდამჭერებს აჩვენებს რეჟიმის უძლურობას, ამასობაში მოგვეშველება მეგობარი აქტი და სადღაც გატყდებიან.
ოპოზიციური პარტიებიც ამბობდნენ, რომ დასავლეთში უყურებდნენ პროტესტის ამსახველ კადრებს და ეს დააჩქარებდა სანქციებს.
ფაქტია, ეს სანქციები დროში იწელება და კიდევ რა დრო დასჭირდება მეგობარი აქტის მიღებას კაცმა არ იცის.
არც უწყვეტობას შეუტანია ბზარი ქოცების ამომრჩეველში და არც რეჟიმი იფშვნება ამ წუთას.
ვერც სწრაფი რევოლუცია მოვაწყეთ 4 ოქტომბერს.
ანუ, ჩვენ შევედით ფაზაში, როცა ეს ბრძოლა მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვინდა თუ არ გვინდა – იქნება გრძელვადიანი.
აღმაფრთოვანებელია ხალხის გმირობა ყველა საღამოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო დღეებში დაკავებულ 80მდე ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ, უკვე სისხლის სამართლი ელოდებათ.
მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, ყველს თავისი, ინდივიდუალური ბრძოლა აქვს ამ პროცესში, მაგრამ თუკი გრძელვადიან ბრძოლაში ვართ, არამგონია იმის ფუფუნება გვქონდეს, რომ კიდევ 100 პოლიტპატიმარი დავიმატოთ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პატიმრების რაოდენობა ქოცების მხარდამჭერებს იმდენად აღაშფოთებს, რომ ბიძინას მაგის გამო აუმხედრდებიან , არ მოხდება ეგრე. მანამ, სანამ აქეთ მხარეს არ შეიქმნება იმგვარი ოპოზიციური კონფიგურაცია, რომელიც ბიძინაზე ბ ე ვ რ ა დ უკეთეს საქართველოს დახატავს, იქით მხარეს ბზარს ვერ შევიტანთ და ჩვენ მხარეს მივიღებთ უბრალოდ გაზრდილ ტრაგედიებს.
ქოცებში მთავარი ბზარი შეაქვს არა უწყვეტობას, არამედ სიმრავლეს.
ჩემი აზრით, უნდა ვიფიქროთ პროტესტის ფორმების ცვლილებაზე, მაგალითად თუ შევიკრიბებით შაბათ-კვირას, მაგრამ ბევრი შევიკრიბებით და გზა ბუნებრივად გადაიკეტება- ეს აჩვენებს რეჟიმს, რომ ჯერ თურქმენეთი არ ვართ და ნაკლები თანამებრძოლიც დაგვიზიანდება.
ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ.
არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ იმათ სიგიჟეს არ უნდა ავყვეთ მგონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved