• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” რატომ უნდა მიყვარდეს დედაზე მეტად ხოარიცით?!” – გრინ ბარეტი

ალია ავტორი - ალია
04:41 10-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,442

ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:

ერთი ფუნდამენტური რამ აუცილებლად უნდა განვმარტო და მერე რაც შეიძლება მოკლედ ვთქვა სათქმელი.
მე ოცნების მხარდამჭერებს (არ მიყვარს სიტყვა “ქოცი”) თავისიანად მივაჩნივარ და გარკვეულწილად ეს ასეცაა იმდენად, რამდენადაც ნაცებისაგან განსხვავებით, რომლის ეტიმოლოგიაც კი მეზიზღება, – ოცნებას სულ ვგულშემატკივრობ, მინდა რიმ იმაზე უკეთესები იყვნენ ვიდრე არიან და ყოველთვის კარგს ვუსურვებ. მაგრამ მე არ ვყოფილვარ და არც ვარ ფანატიკოსი ოცნებისტი (არადა სწორედ ამასთან ასოცირდება ჩემში “ქოცი”) ყოველთვის ტაშს ვუკრავ რაც მომწონს და უკომპლექსოდ ვაკრიტიკებ, როცა ვთვლი რომ შეცდომას უშვებენ ან სულაც შეგნებულად სცოდავენ.
ამას კი მოყვება როგორც წესი იდეური ქოცებისაგან ქოქოლა, საყვედურები, ლანძღვა, წყევლა და შიგადაშიგ გინებაც, წაშლა, დაბლოკვა, ანფრენდი და ანათემა…
მე, ჩემო კეთილებო, 82 წლის მშობელ დედას ვეკამათები ხელჩართული როცა რამეში, მათ შორის პოლიტიკაში არ ვეთანხმები და ოცნება რას მიქვია ვითომ და რატომ უნდა მიყვარდეს დედაზე მეტად ხოარიცით?!
კიდევ გამომივარდებიან ახლა და, რა სჭირს დასაწუნი და საკამათო ოცნებასო! – შემომიტევენ…
კარგი და მხოლოდ მე მეჩვენება რომ ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ტელეაუდიტორია ყველაფერზე ლაპარაკობენ გარდა იმისა რაც ქვეყანას სჭირდება?!
აბა გაფიცებთ, ბოლოს როდის ნახეთ ამ ზემოთჩამოთვლილებიდან რომ ვინმე დაჯდა და სერიოზულად იმსჯელა იმაზე, თუ რატომ იმატებს ბოლო 12 წელიწადია “ყოველდღიურად” ფასები საკვებზე, საწვავზე, მომსახურეობის სფეროს შემადგენლებზე, უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საჯარო სერვისებზე, განათლების მიღებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, წამლებზე?!.. რატომ არის ხარისხიანი მკურნალობა ქართველი ადამიანისთვის მიუწვდენელი ფუფუნება?! რატომ ჩაანაცვლა სააკაშვილის დისკრედიტირებული “სითიპარკი” იმაზე ათასჯერ უფრო სისხლისმსმელმა სტრუქტურამ?!
რატომ გაიზარდა ათჯერ და ზოგჯერ ასჯერც კი, ჯარიმები ყველაფერზე სუნთქვის ჩათვლით?!
რატომ იგონებენ და ნერგავაენ სულ ახალ-ახალ ჯარიმებს?!
რატომ გახდა განათლების სფერო გაუნათლებლობის და სიბნელის საწყისი?!
რატომ არის საუნივერსიტეტო ბიზნესი ისევ ნაცების ხელში და რატომ არ წყდება ამ უნივერსიტეტებიდან მოწამლული თაობების ნაკადთა გამოდინება?!
რატომ იყიდება ქართული მიწები ინდუსებსა და არაბებზე?!
რატომ შემოდის ინვესტიციები მხოლოდ სასტუმროების და ბიზნესცენტრების, რეალურად კი გარყვნილების ინფრასტუქტურის ასაშენებლად და რატომ არავის ახსოვს განადგურებული მრეწველობა, ინდუსტრია,მეცხოველეობა-მეფრინველეობა და სოფლის მეურნეიბა, დაცლილი სოფლები და გავერანებული სავარგულები?!
რატომ არ ცდილობს ვინმე რამენაირად შეაჩეროს ემიგრაციის პროცესი და ქართველი საქართველოში ახეიროს?!
რატომ არავინ ფიქრობს იმაზე რომ ქართველ კაცს ცოლი ვეღარ მოუყვანია ჯერ ერთი იმიტომ რომ აღარავინ დარჩა და მეორეც, – თუ მაინცდამაინც მოიყვანა და ოჯახში კაცობა დააპირა, – შეიძლება ეს ციხის ფასად დაუჯდეს?!
…რავიცი,ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და ნაცვლად იმისა ესენი განიხილონ, ამხილონ, გამოსავლის გზები ეძებონ, დასახონ და ადამიანებს ცხოვრება გაუადვილონ, რატომ გვესმის პერმამენტულად მთავრობიდან, პარლამენტიდან, სამთავრობო და ოპოზიციური ტელეარხებიდან თუ ვინ შევიდა და ვინ არ შევიდა პარლამენტში, ვის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და რომელი ყოფილი გმირი გახდა ამჯერად მოღალატე?! რა ხასიათზე გაიღვიძა ფოტიგამ, რა დაესიზმრა კაია კალასს და რა ფერის მოფსა ურსულა ფონდერლაიერმა?!
ხოდა თქვენ შემოგევლეთ, – მე ამ ყველაფერს ვხედავ, ვამხელ, ვაპროტესტებ და ვეძებ თანამოაზრეევს, რომ მათთან ერთად ბრძოლაში შევიდე, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ან ერთი, ან მეორე მხარის სანთლის დამჭერები და გუნდრუკის მკმეველები, ოდებისა და დითირამბების შემთხზველები არიან. მე და ორიოდ ჩემნაირს კი ორივე მხარე ლამანჩელ შეშლილებად გვთვლიან, რომელმაც არავის შეგონება შეისმინა და საბოლოოდ წარმოსახვით ქარის წისქვილებს შეალეწა თავი მაშინ, როცა შეეძლო მხართეძოზე წამოწოლილს, თავის წილ, თუნდაც მოკრძალებულ სალაფავში ჩაერგო ცხვირი და უზრუნველად და ლაღად გაეტარებინა ცხოვრების დღენი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved