• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ წარმოადგენს საფრთხეს გომელაური ივანიშვილისთვის და რატომ ეშინია ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის?

ალია ავტორი - ალია
21:02 10-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,398

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

როდესაც ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრის, სუს-ის უფროსის და გენერალური პროკურორის სახლებს ჩხრეკ და ფაქტობრივად დასაჭერად ამზადებ მათ, იმდენად რეზონანსული ამბავია ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს.
ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების პროცესი თითქმის ყველგან რომ იდენტურია და ივანიშვილიც ამ გზას ადგას, ამის შესახებ დღეს დილით დავწერე და შეგიძლიათ ნახოთ. ამის გარეშე სრული სურათის დანახვა ძნელია, თუმცა აქ მისი გამეორება დიდ სივრცეს დაიკავებდა. მოდით, განვიხილოთ ის მოარული მოტივები, რომლებიც გვესმის ექსპერტული თუ პოლიტიკური ანალიზისას და რომელთა დიდი ნაწილი არ მიმაჩნია სწორად.
-ფული 1. მერკანტილური ნაწილი. ივანიშვილი ეწევა მათ მიერ მითვისებული ფულის ამოღებას. ბიუჯეტში რომ არ შედის კი ვხედავთ. მაშ სად? რაღაც შავ ყულაბაში? რა არის ეს, უცხოეთში გახსნილი ანგარიშები, კრიპტოვალუტა თუ ბეტონის საცავი “ქართუში”, სადაც ამ ფულს ( ნაღდ ფულს თანაც) ყრიან? საფუძველშივე მცდარი ვერსიაა, მეტად არასერიოზული.
-ფული 2. ფული, როგორც ძალაუფლების წყარო. ხომ არ დააგროვეს ამ ადამიანებმა ( რაღაც ქვეკლანმა) იმდენი რესურსი, რაც სამომავლოდ შეიძლება ივანიშვილის ძალაუფლების შერყევისა თუ ჩანაცვლების საფუძველი გახდეს? არც ესაა სწორი. ივანიშვილის წყალობით ამ პირების მიერ ნაშოვნი მილიონები მხოლოდ საკუთარი ბიზნესსტრუქტურების ასაწყობად თუ არის საკმარისი, უფრო თუ დავავიწროვებთ მასშტაბს, საოჯახო ბიზნესია, რომელიც დიდი პოლიტიკური პროექტების დასაფინანსებლად არ არის საქმარისი და ვერც შეძლებენ მის ეფექტიანად გამოყენებას ამ ფულის საჯარო ხარჯვასთან (ლეგალიზებასთან) დაკავშირებული სირთულეების გამო. რაც შეეხება ამ ადამიანების ცალკე პოლიტიკურ პერსპექტივას, იგი თითქმის ნულოვანია. მათ ამის არც ადამიანური რესურსი გააჩნიათ და არც ელექტორალური. მათგან გარკვეული, ისიც არაარსებითი ხასიათის საფრთხე შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ ოპოზიციასთან ფარული თანამშრომლობის შემთხვევაში. ამით ივანიშვილისათვის პოლიტიკური ზიანი მინიმალური იქნება, მაგრამ რისხვა კი მაქსიმალური, როგორც მოღალატეების მიმართ. ეს უკანასკნელი ფაქტორი შეიძლება გარკვეულწილად დასაშვები იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხული.
-ფული 3. ივანიშვილმა მისი ოპონენტების ( როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი) ფინანსური წყაროები თითქმის მთლიანად გაანადგურა. კანონების გამკაცრების შედეგად შეწყდა უცხოური გრანტები და დახმარებები, ყველა ფულადი ნაკადი კონტროლდება, ტელევიზიები უსახსრებოდაა დარჩენილი, პარტიებმა ას მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება დაკარგეს პარლამენტისა და ადგულობრივი თვითმმართველობების ბოიკოტის გამო ( ამაში შედის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, არჩეული წევრების ხელფასები, აპარატში დასაქმებულების ხელფასები, ტექნიკური თუ სხვა ხასიათის ხარჯების დაფინანსება, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისათვის საჭირო თანხები).
ივანიშვილს ფულის ფაქტორი ნაკლებად აღელვეს. ეს პრობლემა ფაქტობრივად მოაგვარა.
-არაფულადი ფაქტორები. რატომ შსს მინისტრი გომელაური არა და სხვა უმაღლესი მაღალჩინოსნები კი? ამით ნელ-ნელა ვუახლოვდებით სათქმელს. გომელაური რა თქმა უნდა დიდი ინფორმაციის მატარებელია. ის სუსის უფროსიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრობამდე. ის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს (ივანიშვილზეც, რა თქმა უნდა), ვიდრე თუნდაც იგივე ღარიბაშვილი. მაშინ რატომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს ივანიშვილისათვის? მიზეზი ორია: იგი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, თანაც მაგნიტსკის სიაში, რითაც სამუდამოდ მოწყვეტილია დასავლეთს. მაგნიტსკის სიიდან ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია, მხოლო ორბანმა შესძლო ტრამპის დახმარებით მისი მარჯვენა ხელის ამ სანქციიდან განთავისუფლება. მეორეც, გომელაურს, რომელიც “ქართუს” “დარაჯი” იყო და ივანიშვილის პირადი მცველი, არ გააჩნია არც ადამიანური რესურსი არც სურვული, უმტროს ( თუნდაც ფარულად) ივანიშვილს.
რისი ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს? დასავლეთის, პირველ რიგში ამერიკის. პირველად ეს გამოჩნდა კვირიკაშვილის განთავისუფლების დროს. მას პოტენციურ მტრად მიაჩნია ყველა, ვინც ოდესმე შეიძლება მასზე რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდოს უცხოელებს. ამ კუთხით ლილუაშვილი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. მან იცის ყველაზე მეტი, მათ შორის ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ, არასდროს უხსენებია “დიპ სტეიტი” და მაგავსი სისულელეები, შეიძლება ყველაზე სახიფათო მოწმე აღმოჩნდეს ივანიშვილისათვის. არც ის არის გამორიცხული, რომ უცხოეთშიც წასულიყო. ამერიკაში საქმეების “დასალაგებლად” ლილუაშვილი ჰყავდა გაგზავნილი და არა სხვა ვინმე. პირადი გაბოროტების გრძნობაც ამოძრავებს მის მიმართ-გაეპარა ბაჩიაშვილი, რომლის პირადმა ქონებამ ბიტკოინების სახით უკვე გადააჭარბა ერთ მილიარდ დოლარს და რომლის ნახევარსაც ივანიშვილი ითხოვს მისგან. ბაჩიაშვილი დღეს ნომერ მეორე პირია საქართველოში სიმდიდრით ივანიშვილის შემდეგ. მის ისტორიაში ლილუაშვილი ყველაზე მეტადაა ჩახედული, რაც არასასიამოვნო ფაქტორია ივანიშვილისადმი.
ლილუაშვილის “გაფუჭება” ჩხრეკისას აღმოჩენილი “დიდი ფულით”( რაც საეჭვოა) ნაკლებადრეალისტურია. ფულს ოცნებაში ყველა იპარავს და ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, ლილუაშვილი ყველაზე ნაკლებს. ის არ ითვლება განსაკუთრებით კორიმპირებულ მოხელედ.
“ოცნების” მხარდამჭერების თვალში მისი გაშავების ერთადერთი ხერხი არის ღალატის დაბრალება ანუ ოპოზიციასთან შეკვრა. ჩემი აზრით, 4 ოქტომბრის ამბებში ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობის ალბათობა არის ნულოვანი. ივანიშვილი შეეცდება მისი სახელი ოპოზიციასთან დააკავშიროს.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, იგი გაექცა ივანიშვილს, დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი, არავინ ასანქცირებს და უცხოეთში არც მისი ოჯახის წევრებს ეხებიან, დასავლეთი რატომღაც არ ერჩის. ეს უკვე საკმარისია ივანიშვილისათვის რომ იგი განიხილოს დასავლეთის კაცად ან პოტენციურ “ჩამშვებად”.
ფარცხალაძე-რომანოვი ოდიოზური არსებაა. როგორც ჩანს, კრიმინალურ გარჩევებში მართლაც ურევია ხელი და არაა გამორიცხული რაღაც შეხება ჰქონდეს ჯანგველაძის მკვლელობასთან, თორემ ასე ადვილად ვერ შეეხებოდა რუსეთის ნომრიან აგენტს.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ივანიშვილის მიერ საკუთარ გუნდში დაწყებული წმენდა არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების ზომების ნაწილი, რასაც ოპოოზიციისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესიებიც ახლავს თან, ასევე ყველა იმ პირის განეიტრალების მცდელობა, ვისაც რაიმე ფორმით დასავლეთთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი ან დასავლეთს ( ამერიკას) გამოადგეს სამომავლოდ ივანიშვილის ( რეჟიმის) დანაშაულებათა მხილებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved