• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:28 10-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,925

გუშინ, 15 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მეტროში, მამაკაცი გარდაიცვალა. პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატარებელი თითქმის 40 წუთი იყო გაჩერებული გვირაბში.

ადამიანების ნაწილი, მერიის გვერდზევე წერს, რომ ისინი სწორედ იგივე სადგურზე ჩამოვიდნენ და ინციდენტი სწორედ იმ მატარებელში მოხდა, რომელიც გვირაბში იყო გაჩერებული. ნაწილი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მეორე მატარებელში მოხდა.

“ალია” დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც არ დაგვიდასტურეს 40 წუთიანი გაჩერება, მაგრამ გვითხრეს, რომ ნამდვილად იყო მომდევნო მატარებელი გაჩერებული გვირაბში რაღაც პერიოდი, რადგან სადგურზე გაჩერებული იყო მატარებელი, რომელშიც მამაკაცი გარდაიცვალა. კატეგორიულად უარჰყვეს რომ ინციდენტი რომელ მატარებელეშიც მოხდა, ის იყო გვირაბში, დაკეტილი კარებებით გაჩერებული. თუმცა, გვითხრეს, რომ საბოლოოდ, მეორე მატარებელი უკან დაბრუნდა, ვარკეთილის მეტროში და იქ ჩამოვიდნენ ადამიანები ვაგონებიდან, თუმცა, მერიის სამსახურისვე გვერდზე, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ მეორე მატარებელიც საბოლოოდ, სამგორის ბაქანზე გაჩერდა.

რატომ არ მოხდა გვირაბში გაჩერებული მეორე მატარებლიდან ადამიანების ევაკუაციია, ან რატომ არ დააბრუნეს მატერებელი სწრაფადვე უკან, ვარკეთილის სადგურზე, ან მინიმუმ, კარი მაინც რატომ არ გააღეს, როცა ასეთი უჰაერობა იყო ვაგონებში და ადამიანებს უკვე სუნთქვის პრობლემები ეწყებოდათ, ან რატომ არ მუშაობდა ვენტილაციის სისტემა – ეს ის კითხვებია, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, ლუკა კ. რომელიც თავადვე წერს, რომ ჯარისკაცია, ამტკიცებს, რომ თავად შეესწრო მომხდარს და სხვა ჯარისკაცებთან ერთად ცდილობდა იმ ადამიანის გადარჩენას, რომელიც გარდაიცვალა და რომლის გარდაცვალებასაც, თბილისის მერიამ, “მეტროში მოულოდნელი გარდაცვალება” უწოდა. მისი კომენტარებიდან ირკვევა, რომ მამაკაცის გადარჩებას ერთი საათის მანძილზე ისე ცდილობდნენ, რომ იგი ვაგონიდანაც კი არ გამოუყვანიათ, რადგან, როგორც წერს, “ექიმებმა არ იცოდნენ რა სჭირდა” და გადაწყვიტეს, არც ვაგონიდან გამოეყვანათ და არც კლინიკაში გადაეყვანათ. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჯარისკაცები ექიმებთან ერთად ცდილობდნენ კაცის გადარჩენას, რაც მსგავს შემთხვევებში, სავარაუდოდ პირველადი დახმარების წესების უხეში დარღვევაა, მსგავ შემთხვევებში, პირველადი დახმარების რჩევებია, მხოლოდ ექიმი დარჩეს პაციენტთან და მაქსიმალურად შემოეცალოს ხალხი პაციენტს. 

ლუკა კ:

“ვაგონში ზუსტად იმიტო იყავით გაჭედილები რო, თქვენს წინა მატარებელში ადამიანის გადარჩენას ვცდილობდით მთელი 1 საათი

…კაცის გადარჩენას ვცდილობდით მთელი ექიმები და სამხედროები…

…ცუდად მყოფი ადამიანის გამოძრავება რო არ შეიძლება პირველად იგებთ მაგას თუ რა არი…

ვცდილობდით 1 სთ იქ… მატარებელს ფიზიკურად ვერ გავწევდით ვერსად პოლიციაც იქ იყო და ექიმებიც, ეგ სატრანსპორტოს ბრალია რო კარებები არ გააღეს და ფანჯრები ხალხის სასუნთქად…

 მე რაუნდა გამეღო ქალბატონო ადამიანი ვერ გადავარჩინეთ ექიმები და სამხედროები ვმუშაობდით…

პატრული არ აძლევდა მეტროს გაწევის უფლებას და ექიმებიც მაგ აზრზე იყვნენ მაგრამ კარები რომ გაეხსნათ ეგ შეეძლოთ

 გარეთ ვერ გავიყვანდით ფიზიკურად ქალბატონო არ ვიცოდით რა ჭირდა და იქვე ვცდილობდით გადარჩენას მისი გამოძრავებით რა მოხდებოდა კიდე კაცმა არ იცოდა იმ მომენტში თვითონ ექიმთა ბრიგადამაც

სადგურზე იდგა მატარებელი როცა მე და მეგობარი მივედით და დავიწყეთ მცდელობები ექიმებთან ერთად

თქვენი ვაგონი არ იყო ქალბატონო თქვენს წინ რომელი მატარებელიც იყო მანდ მოხდა, ხელებში ჩაგვაკვდა ადამიანი”

“ალია” დაუკავშირდა ჯარისკაცს და ვთხოვეთ მას, მოეყოლა, რა მოხდა გუშინ რეალურად, იყო თუ არა, სასწრაფო ბრიგადა მეტროში, როცა ჯარისკაცები ბაქანზე მივიდნენ, რადგან, მერიის გვერდზევე ადამიანები წერენ, რომ “სასწრაფო” საკმაოდ გვიან მივიდა ადგილზე.  რა აპარატურა ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას თან და ჰქონდა, თუ არა? რა პრეპარატები გამოიყენეს და გამოიყენეს, თუ არა? სთხოვეს თუ არა, შემოსცლოდნენ პაციენტს? რატომ და როგორ, რის საფუძველზე დაასკვნეს ექიმებმა, რომ მამაკაცის კლინიკაში გადაყვანა კი არა, ვაგონიდან გამოყვანაც კი არ შეიძლებოდა? ჰქონდათ, თუ არა, თან საკაცე?  მან არ ისურვა პასუხების გაცემა. 

ნ. უ.

იგივე ვაგონი იყო ბატონო რო გამოვედი შევესწარი ყველაფერს იგივე ვაგონში და ვუყურებდი როგორ ცდილობდნენ გადაერჩინათ

მძღოლმა ტექნიკური შეფერხებაო ასე გამოაცხადა. 15-20 წუთის შემდეგ უკვე აფორიაქდა ხალხი ჰაერიც აღარ იყო და ვითხოვეთ რაიმე ზომის მიღებაა მაგრამ არაფერი. ბოლოს როგორც იქნა ნელნელა “მიბობღდა” მატარებელი სამგორის მეტროსთან მაგრამ ბოლომდე ვერა ამიტომაც ევაკუაცია მოხდა სხვა ვაგონებში გადავედით და იქიდან გავედით. რომ გავედით ადამიანის გულის ამუშავებას ცდილობდნენ მოქალაქეები და სასწრაფო ესეც 10-15 წუთი და შემდეგ დაგვატოვებინეს სადგური. ბოლომდე მქონდა იმედი რომ გადარჩებოდა.

“მოულოდნელი ??” 40 წუთი უჰაეროდ ვიყავით ადამიანები შიგნით. მარტო ერთი ვაგონიდან სამჯერ ვითხოვეთ რომ ჰაერი აღარ იყო და რაიმე ზომა მიეღოთ. ადამიანის გულმა ვეღარ გაუძლო

მოქალაქეები მერიის გვერდზე იმასაც წერენ, რომ სანამ ცუდად მყოფი ადამიანის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ, შეიძლებოდა ფატალური შედეგი დამდგარიყო ასობით ადამიანთან, რომლებიც გვირაბში, ვაგონებში იყვნენ გამოკეტილნი.

ნ. ჩ

ასეთი სიტუაციებისთვის უნდა არსებობდეს გამოსავალი, ფაქტია რომ რისკის ქვეშ დადგა ძალიან ბევრის სიცოცხლე, ელემენტარული ვენტილაცია არ უმუშავებთ რომ ხალხი უჰაერობით არ ამოხუთულიყო, შანსი იყო გულით დაავადებული ბევრი ადამიანი გამხდარიყო ცუდად კარებსაც რომ არ აღებდნენ, ზოგადად უნდა არსებობდეს გეგმა სწრაფი რეაგირების, ასე იყო შოვში, არ არსებობდა სწრაფი რეაგირების გეგმა, ყველა სისტემა მონგრეულია, იმიტომ რომ ჭკვიან ხალხს უშვებენ სამსახურებიდან და უვიცებით აკომპლექტებენ. ისიც ფაქტია რომ ბოლო დროს ხშირად ფერხდება მეტროს მუშაობა, ვაგონები ძველია და უვარგისი, კონდიცირების სისტემაც არა აქვთ.

მ.კ.

საწყალი … ვინ ფიქრობს ხალხზე …
ისეა გადაჭედილი მეტრო/ავტობუსი/მარშუტკა სუნთქვა არაა …
ყველა ხომ ვერ უძლებს უჰაერობას
ს.ი,
სად გაქრა ვაგონებში გაგრილებისა და ვენტილაციის შესაბამისი სისტემა? ხუთავთ ადამიანებს?
მ.რ.
საშინელება ხდება მეტროს ვაგონებში! ჭედვა, სიბინძურე, საშინელი სუნი, უჰაერობა და არანაირი ვინტილაცია! სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს შეიწირავთ მაგ მეტროთი!
ლ.მ.
უჰაერობაში ნებისმიერს მოკლავთ თქვე უნამუსოებო, რატომ ჯანჯღარებს მეტრო 5 წუთი იმ სადგურებს შორის სადაც 1 წუთიანი ინტერვალი იყო ათწლეულები?!…  მარჯანიშვილიდან ვაგზლამდე 7 წუთი მოუნდა გასვლას
დ.დ.
იმგზავროს მერიის მაღალჩინოსნებმა მეტროთი და ავტობუსით ნახავენ როგორია გაჭედილი ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა, ნახეთ ევროპაში საუკეთესო საზ. ტრანსპორტი რომ გვყავს, ჩამოდით მაგ ჯიპებიდან და ნახეთ როგორია 5-7 წუთი ლოდინი, მერე ამ დროში რა რაოდენობის ხალხი ემატება
ნ.ხ.

მერიის ცხელ ხაზზე რომ ვრეკავდი რამე ტრანსპორტი მოგვაშველოს ნინო ბაგაშვილმა იქნებ, სამუშაო საათები დასრულებულიაო, სატრანსპორტოში გადაგრთავთო. სატრანსპორტომ რა ტრანსპორტიც დადის ეგ იმყოფინეთო. გადაჭედილი მიწისზედა ტრანსპორტს დაემატა მეტროს მგზავრები და პოლიცია გამოგზავნეს რომ მოქალაქეები ტროტუარზე აეპრისათ მჭიდროდ.

ხ.ჯ.

როგორ ვთხოვეთ, ავუხსენით შესაბამის ხალხს მეტროების, რკინიგზის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვაზე და ნული რეაქცია- გარდაცვალების შემთხვევები ცოტააო… მათთვის ადამიანები საარჩევნო ერთეულებია მხოლოდ…

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ბრალდებები საკმაოდ მძიმეა, მათ არც კომენტარებში პასუხობს მერია და არც ცალკე განცხადებად. ისევე, როგორც, ამ დრომდე, განცხადება არ გაუკეთებია ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც, “ალიამ” უკვე მიმართა კითხვებით, 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved