• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაზე – 1 წელი გავიდა და იმას ვამბობთ, რომ თუ რაიმე არგუმენტი გაგაჩნიათ, წარმოადგინეთ, ვიმსჯელოთ

ალია ავტორი - ალია
12:36 10-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ვინც აფინანსებენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის შესახებ“ სხვა კანონების გაუქმებაზე საუბრობს.

მისივე თქმით, რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციის პროცესს, ამ საკითხებზე არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

„არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან, ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, იხარჯება მოძალადეების წახალისებაში, რაც ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით. ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი დიდი ხანია მუშაობს, პირიქით, საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს და ამის რამდენჯერმე მცდელობა იყო, ახლაც, გაიხსენეთ 4 ოქტომბერს შტურმი ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეზე, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული საქართველოში, იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი იქნებოდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის თუ ვინ ვინ არის. ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი. ჩვენი პოზიცია არის მარტივი, არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, თუ რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს. მერწმუნეთ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს და დღემდე არ მოგვისმენია. 1 წელი გავიდა და იმას ვამბობთ, რომ თუკი რაიმე არგუმენტი გაგაჩნიათ, წარმოადგინეთ, რომ დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. შეიძლება რაღაც ჩვენ გვეშლება, რაღაც ჩვენ შეგვეშალა. გადმოვიტანეთ ამერიკული FARA-ს კანონის ანალოგი, ზუსტად იგივე, თურმე ესეც არ შეიძლება. მარტივია აქ დასკვნის გაკეთება. იმიტომ არ სურთ აღნიშნული კანონების მიღება საქართველოში, რომ საზოგადოებას პირდაპირ ექნება ინფორმაცია ვინ აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს ქვეყანაში, ხელისუფლების დამხობას, სარწმუნოების, ეკლესიის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ ვინ იბრძვის, ამაზე ექნება ყველას ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონზე, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.

ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას. აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ქართული FARA-ს მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდებულია ქართული FARA-ს გაუქმება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved